ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ ბიზნესი და „რუსთავის აზოტი“რეგიონში მნიშვნელოვანი მწარმოებელი გახდეს - Indorama
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ინვესტორები არიან წარმოდგენილები. სადისკუსიო პანელში „აბრეშუმის გზის ღირებულების ჯაჭვები" Indorama Group-ის დირექტორმა პრაკაშ კეჟრივალმა მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოში ჩვენს მფლობელობაშია რუსთავის აზოტის 100 %-იანი წილი. ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი. საქართველოს ძალიან მიმზიდველი ბიზნესგარემო აქვს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ინვესტორებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ეხმარება მანუფაქტურული ინდუსტრიის განვითარებას და პროდუქტების ევროკავშირისთვის შეთავაზებას", - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო კორიდორებში, პორტებში საჭიროა ინვესტიციების ჩადება, რაც დაეხმარება ექსპორტის გაზრდას ევროპის მიმართულები. ამასთან, Indorama Group-ის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად რუსთავის აზოტის ექსპორტი არ შემცირებულა.
„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ფასების კორექტირება, ბოლო ერთ წელიწადში ფასები დასტაბილურდა და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გასწორდა, ასევე მიწოდების ჯაჭვიც დასტაბილურდა, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ „რუსთავის აზოტის" ექსპორტის მოცულობა არ შემცირებულა",-განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.