მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი

news image

ბათუმის პრემიუმ სეგმენტის სასტუმრო „ლე მერიდიენს“ (Le Méridien Batumi) ახალი გენერალური მენეჯერი, არმანდო ვაზერი უხელმძღვანელებს. შვეიცარიული განათლებისა და საერთაშორისო მასშტაბის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი სასტუმროს განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას და რეგიონში პოზიციების გამყარებას გეგმავს. ვაზერის სტრატეგიული პრიორიტეტები ადგილობრივ სტეიქჰოლდერებთან პარტნიორობის გაღრმავებას, ნდობაზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და „მოგზაურობის ხელოვნების“ კონცეფციის გარშემო სერვისების დივერსიფიკაციას მოიცავს.

დეტალებზე Business Insider Georgia სასტუმრო Le Méridien Batumi-ს გენერალურ მენეჯერს ესაუბრა.

- თქვენ უკვე შეუდექით მოვალეობის შესრულებას Le Méridien-ში. რამდენად მარტივი იყო ამ შემოთავაზებაზე დათანხმება? რა გეგმებითა და მოლოდინებით მოხვედით ბათუმის ერთ-ერთი წამყვანი სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე? და რა იქნება თქვენი, როგორც გენერალური მენეჯერის, პირველი სამი პრიორიტეტი?

საქართველო დიდი ხანია ჩემს ფიქრებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. წლების წინ, როდესაც ოთხი წლის განმავლობაში ბაქოში ვმუშაობდი, ხშირად ვსტუმრობდი საქართველოს. მოვიხიბლე მისი ხალხით, კულტურით და, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულოთი. ამიტომაც, როდესაც ეს შესაძლებლობა გამოჩნდა, დიდხანს აღარ მიფიქრია.

ჩემი მოლოდინია, რომ გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო და სასურველი დანიშნულების ადგილი მათთვის, ვისაც ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებით ტკბობა სურს (Savour the Good Life).

ჩემი საწყისი პრიორიტეტები იყო ადგილობრივ სტეიქჰოლდერებთან ურთიერთობის დამყარება, ჩვენს მუდმივ პარტნიორებთან შეხვედრა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

- მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ სტუმარმასპინძლობის სფეროში, რა იყო თქვენი კარიერული გზის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, სანამ ბათუმში ჩამოხვიდოდით?

მე ვსწავლობდი სასტუმროს მენეჯმენტს Swiss Hotel Management School-ში, ჩემს სამშობლოში - შვეიცარიაში, რის შემდეგაც საერთაშორისო კარიერა დავიწყე და ძირითადად ამერიკულ სასტუმრო კომპანიებთან ვთანამშრომლობდი.

ჩემმა პროფესიულმა გზამ მოიცვა კარიბის რეგიონი, პორტუგალია, აზერბაიჯანი, მაროკო, ნიდერლანდები, ესპანეთი და ბოლოს - ვენეცია, იტალია.

ჩემს კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონია მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებთან, მუსიკის სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა ცნობილ პირებთან. თუმცა, ყველა დეტალის საჯაროდ გაზიარებას არ ვისურვებდი.

ხშირად განსხვავებას სწორედ ძალიან მცირე, ავთენტური და მნიშვნელოვნებით სავსე ჟესტები ქმნის - სწორედ ისინი რჩება მეხსიერებაში.

- გეგმავთ თუ არა რაიმე სიახლეს სასტუმროს სერვისებში?

ჩვენ გვსურს კიდევ უფრო გავაცოცხლოთ მოგზაურობის ხელოვნება და ცხოვრების სიხარული (joie de vivre). სწორედ ეს არის Le Méridien-ის მთავარი იდეა და ღირებულება.

ჩვენ ახლახანს დავიწყეთ თანამშრომლობა არტ-გალერეასთან, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ლობიში და ვგეგმავთ ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, როგორიცაა Wine & Dine, Wine & Art და სხვადასხვა დეგუსტაციის მასტერკლასები.

- როგორია პირველი შთაბეჭდილება ბათუმზე, როგორ აღწერდით მას სამი სიტყვით და რა არის ის, რაც ამ ქალაქში ჩამოსვლისთანავე ყველაზე მეტად მოგეწონათ?

ბათუმს 2010 წელს ვეწვიე, როცა მსგავსი სქაილაინი ჯერ არ არსებობდა. დაბრუნებისას, როცა ღამით განათებული ბულვარი ვიხილე, დრამატულად შეცვლილი ქალაქის პეიზაჟით შემოსაზღვრული, ეს მართლაც თვალწარმტაცი იყო.

ქალაქს აქვს ძველი სამყაროს ხიბლისა და ფუტურისტული ელფერის უნიკალური შერწყმა.

ბათუმი არის ენერგიული, ზღვისპირა და სწრაფად განვითარებადი ქალაქი!

- რას ელოდებით ყველაზე მეტად ქართულ კულტურასთან და სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებით?

სუფრის ტრადიცია, საერთო ეროვნულ კერძებთან ერთად, თამადას მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები და ქართული ღვინოების მრავალფეროვნება.
სტუმარი - ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, ხომ ასეა?

- Le Méridien ცნობილია თავისი ფრანგული ესთეტიკითა და „Savour the good life’’ კონცეფციით. როგორ აპირებთ ამ ევროპული ელეგანტურობის შერწყმას აჭარულ ავთენტურობასთან?

- La Brasserie-ში შეგიძლიათ შეიგრძნოთ ფრანგული დახვეწილობა ან ტრადიციული აჭარული ხაჭაპური - აქ ერთ სივრცეში ერთიანდება კლასიკური ევროპული ელეგანტურობა და ავთენტური ქართული გემოები.

ღვინის მენიუ გონივრულად აერთიანებს ევროპულ გამორჩეულ ეტიკეტებსა და ქართულ უნიკალურ ღვინოებს.

განსაკუთრებით გირჩევთ ჩვენს საფირმო, საუკეთესო კლასის Entrecôte Café de Paris-ს.

თუმცა გამოცდილება მხოლოდ მაგიდასთან არ სრულდება. ჩვენი მასპინძლები შიდა სტუმრებს სთავაზობენ უფასო მუზეუმის ბილეთებს და მასპინძლობენ მათ, რათა უფრო ახლოს გაეცნონ აჭარის მდიდარ კულტურას.

- თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი დეტალი, რაც Le Méridien Batumi-ს გამოარჩევს რეგიონის სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან?

ეს არის კულტურის, დიზაინის, კულინარიისა და ლოკაციის ჰარმონიული შერწყმა.

ზღვისპირა პრესტიჟულ მდებარეობასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე ფართო ნომრებს ულამაზესი ძველი ბათუმისა და შავი ზღვის ხედებით.

სასტუმროს მასშტაბი ქმნის იდეალურ გარემოს მაღალი დონის პერსონალიზებული მომსახურებისთვის, გულწრფელი ყურადღებით თითოეული დეტალის მიმართ.

აქ თავს ერთდროულად იგრძნობთ როგორც კოსმოპოლიტურად, ისე ადგილობრივად.

news banner news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება

24.04.2026.18:42

27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.

ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;

• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;

• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.

ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა