ჩვენი მიზანია, გავზარდოთ Radisson RED-ის ცნობადობა - Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერი
Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერის იეშიმ დოგუქანის განცხადებით, ბიზნეს-ჯგუფის მიზანია, გაზარდონ თბილისის Radisson RED-ის ცნობადობა საქართველოში, რათა კიდევ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლონ.
სწორედ ამ მიზნით, გასულ კვირას Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Radisson RED თბილისში, მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ ტრადიციული თბილისობის ღონისძიებას ამ საოცარ სივრცეში, რომელიც არის გამორჩეული. თბილისობის ფესტი არის განსაკუთრებული შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ლოკაცია და გავზარდოთ მისი ცნობადობა საქართველოში.
ჩვენს ღონისძიებაზე ასევე ვმასპინძლობთ ინფლუენსერებს, რადგან ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაცია. ჩვენთან ერთად დღეს არიან ინფლუენსერები თურქეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან .
თქვენ ხედავთ ხალხის რაოდენობას - სტუმრები ერთობიან, ატარებენ სასიამოვნო საღამოს. Radisson Hotel ჯგუფისთვის ყველა მომენტი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დასამახსოვრებელი მომენტები ჩვენს სტუმრებთან ერთად“, - განაცხადა Radisson Hotel ჯგუფის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერმა.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.