მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.2
0.013
flag
AZN 1.5389
0.0019
flag
CNY 38.92
0.0052
flag
EUR 3.0333
-0.0079
flag
GBP 3.5407
-0.0063
flag
KZT 56.67
0.0018
flag
TRY 0.0542
-0.0001
flag
USD 2.6156
0.0031
news banner

ჩვენი მიზანია, „იელთი ჯგუფის“ გამოცდილება ეტაპობრივად საერთაშორისო პროექტებშიც გადავიტანოთ - ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლეების გაზიარებასაც შევძლებთ | მამუკა მახარაძე

news image
mbc image

„იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი ახალი პროექტების, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისა და განვითარების პერიოდად იქცა. „იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის შედეგებზე, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს და 2026 წლის მეორე ნახევრის მთავარ გეგმებსაც მიმოიხილავს.

როგორი იყო „იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი?

2026 წლის პირველი ნახევარი „იელთი ჯგუფისთვის“ აქტიური განვითარების და ახალი ბიზნესმიმართულებების მომზადების პერიოდი იყო. ჩვენი მთავარი ყურადღება არსებული პროექტების ეფექტიან განვითარებასთან ერთად ახალი საინვესტიციო პროდუქტების შექმნასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე იყო მიმართული.

ამ პერიოდში მომზადდა ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში, რომელთა წინასწარი გაყიდვების დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კახეთში დაგეგმილი მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კურორტის გენერალურ გეგმაზე. აღნიშნული პროექტი „იელთი ჯგუფის“ პორტფელის დივერსიფიკაციისა და ახალი მიმართულებების განვითარების სტრატეგიის ნაწილია.

წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი რესურსი დაეთმო საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებასაც. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Barceló Hotel Group-თან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებშიც „იელთი ჯგუფს“ საქართველოში მისი წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება.

ამასთანავე, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად გავასაჯაროებთ.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რომელი ბაზრებიდან იყო დაინტერესება?

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უძრავი ქონების მყიდველის გადაწყვეტილება უფრო გააზრებული და ინვესტიციაზე ორიენტირებული გახდა. ფასი კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ის აღარ არის ერთადერთი განმსაზღვრელი. მომხმარებელი უფრო დეტალურად აფასებს დეველოპერის გამოცდილებასა და რეპუტაციას, პროექტის კონცეფციას, მართვის ხარისხს, ლიკვიდურობასა და შემოსავლიანობის პოტენციალს.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ინვესტორების შემთხვევაში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა, არამედ ის, თუ რამდენად გამართული და პროგნოზირებადია საინვესტიციო მოდელი გრძელვადიან პერიოდში.

„იელთი ჯგუფის“ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი გაყიდვების გეოგრაფიული დივერსიფიკაციაა. დღეისათვის ჩვენი მფლობელების ბაზა უკვე 67 ქვეყნის მოქალაქეს აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე და გაყიდვების სტრუქტურა უფრო დაბალანსებული იყოს.

2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ცალკეული ბაზრების წილი. წლის მეორე ნახევარშიც ჩვენი მიზანია ამ გეოგრაფიის შემდგომი გაფართოება და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე სისტემური პოზიციონირება.

რა პროგრესია მიმდინარე პროექტებში „ესპანური კვარტალი“, Status House და Oxy Residence?

„ესპანური კვარტალის“ საცხოვრებელი ნაწილი სრულად რეალიზებულია. ამ ეტაპზე გაყიდვების ძირითადი მიმართულება Barceló-ს სასტუმრო ნომრების რეალიზაციაა. რაც შეეხება Status House-სა და Oxy Residence-ს, ორივე პროექტში აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ მშენებლობის საწყის ეტაპზეა, ობიექტების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესინდიკატორია, რადგან პროექტების განვითარების ადრეულ ეტაპზე გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი ასახავს როგორც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, ასევე მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესს პროექტების კონცეფციისა და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.

⁠რა გეგმები აქვს „იელთი ჯგუფს“ 2026 წლის მეორე ნახევრისთვის?

2026 წლის მეორე ნახევარში „იელთი ჯგუფს“ რამდენიმე ძირითადი ბიზნესპრიორიტეტი აქვს. პირველ რიგში, ეს არის ახალი პროექტების წინასწარი გაყიდვებისთვის მომზადება და მათი ეტაპობრივი წარდგენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო გაყიდვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება. „იელთი ჯგუფის“ პროექტები მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით ხასიათდება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო მომხმარებლებისა და ინვესტორების ბაზის როგორც რაოდენობრივი, ისე გეოგრაფიული ზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების, გაყიდვების არხებისა და სამიზნე ბაზრების განვითარებაზე.

პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე სამიზნე ლოკაციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჩვენი მიზანია, „იელთი ჯგუფის“ გამოცდილება ეტაპობრივად საერთაშორისო პროექტებშიც გადავიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლეების გაზიარებასაც შევძლებთ.

ცალკე სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარება, რომლის მიზანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება უფრო მარტივი და სტრუქტურირებული გახდეს - საინვესტიციო პროდუქტის შერჩევიდან მის შემდგომ მართვამდე.

შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაცია „იელთი ჯგუფისთვის“ მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არ არის. მას განვიხილავთ, როგორც ბიზნესის მასშტაბირების, საერთაშორისო გაყიდვების ზრდისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საკრედიტო ექსპერტიდან გუნდის ლიდერობამდე - ზურაბ ხატიაშვილის 16-წლიანი გზა საქართველოს ბანკში

31.08.2026.17:46

საბანკო სექტორში ზრდა ხშირად ციფრებითა და პორტფელის მოცულობით იზომება, თუმცა რეალური ტრანსფორმაცია მაშინ იწყება, როდესაც ინდივიდუალური შედეგებიდან ფოკუსი გუნდურ წარმატებაზე გადადის.

ზურაბ ხატიაშვილი, საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი, გუნდს 16 წლის წინ, საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე შეუერთდა. მას შემდეგ მისი პროფესიული გზა თანდათან ტრანსფორმირდა - გაიზარდა პასუხისმგებლობის მასშტაბიც: ინდივიდუალური შედეგებიდან - მომხმარებლებისა და გუნდის წარმატებამდე.

ამ სტატიაში ზურაბი განვლილ გამოცდილებასა და საქართველოს ბანკის ღირებულებებზე - გულშემატკივრობაზე, გამბედაობაზე, მოტივაციაზე, შექმნასა და მოქმედებაზე - გვიამბობს.

სტარტი დინამიკურ გარემოში და პირველი მოლოდინები

„თავიდანვე მქონდა განცდა, რომ თუ მოინდომებ, განვითარდები, პასუხისმგებლობას აიღებ და შედეგს შექმნი, შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება“, - იხსენებს ზურაბ ხატიაშვილი.

ამ წლების განმავლობაში საკრედიტო ექსპერტის პოზიციას სხვადასხვა ეტაპი და პასუხისმგებლობა მოჰყვა, მათ შორის ადამიანების მართვა და გუნდის შედეგზე პასუხისმგებლობა. სწორედ ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა კარიერაში:

„საკრედიტო ექსპერტად დაწყებული გზა ჩემთვის გახდა გამოცდილების, გამოწვევების, ადამიანების და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვების ისტორია. დღეს, როცა უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში. ეს მხოლოდ პოზიციების ცვლილება არ ყოფილა, ეს იყო მუდმივი განვითარება, ახალი პასუხისმგებლობები და ადამიანებთან ერთად ზრდა“, - იხსენებს ზურაბი.

დღეს მისი ყოველდღიურობა ორ დიდ მიმართულებას იტევს - ზრუნვას როგორც საშუალო ბიზნესის შედეგებზე, ისე ადამიანების განვითარებაზე. ეს მოიცავს მომხმარებლებთან ურთიერთობას, პორტფელის ხარისხისა და რისკების მართვას, ბიზნესის მიზნებზე მუშაობას და, ამავდროულად, გუნდის მხარდაჭერას და თანამშრომლების წარმატებაზე მუშაობას.

„ლიდერის წარმატება მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თავად რამდენად კარგ შედეგს აჩვენებს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია სხვებს მისცეს შესაძლებლობა, გაიზარდონ და მათთან ერთად მიაღწიონ კარგ შედეგს”, - აღნიშნავს იგი.

წარმატების საზომი: მდგრადი კულტურა

ზურაბ ხატიაშვილისთვის განსაკუთრებით საამაყო მისი გუნდის წარმატებაა. გუნდი ზედიზედ ორი წელია, „Best Stuff“-ის გამარჯვებულია. ეს ბანკის დაჯილდოებაა საუკეთესო თანამშრომლების გამოსავლენად. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში მისმა გუნდის წევრებმა საუკეთესო ბანკირისა და საუკეთესო ანალიტიკოსის ნომინაციებშიც გაიმარჯვეს.

“ეს შედეგები მხოლოდ ერთჯერადი წარმატება არ არის, ვფიქრობ ეს არის იმ გარემოს და კულტურის შედეგი, რომელსაც გუნდში ყოველდღიურად ვქმნით. ჩემთვის, როგორც მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი სწორედ ის არის, რამდენად შეგიძლია ადამიანებს მისცე განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა“.

გულშემატკივრობა და პარტნიორობა ბიზნესთან

წარმატების მიღწევა მისთვის უმთავრესი მიზანია, როცა საშუალო ბიზნესთან მუშაობს. როგორც ზურაბი განმარტავს, ამისთვის ბიზნესის რეალურ საჭირობებებს უნდა იცნობდე, იცოდე მისი მიზნების, გამოწვევებისა და განვითარების ეტაპები. სწორედ ამაში ხედავს ზურაბ ხატიაშვილი საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების, „გულშემატკივრობის“, პრაქტიკულ მნიშვნელობას:

“როდესაც მეწარმეს ვესაუბრებით, მხოლოდ კონკრეტულ ფინანსურ პროდუქტს ან ტრანზაქციას არ ვუყურებთ, ვცდილობთ ვიპოვოთ გზა განვითარებისკენ. სწორედ ეს არის ჩემთვის მომხმარებლის გულშემატკივრობა - პარტნიორის გვერდით დგომა არა მხოლოდ სტაბილურ პერიოდში, არამედ რთული გადაწყვეტილებების მიღებისასაც. ეს კულტურა თანაბრად ვრცელდება როგორც მომხმარებლებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობაში."

გამბედაობა, როგორც წარმატების გზა

როგორც ზურაბი განმარტავს, რთული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესს ხშირად უწევს. არც თუ იშვიათია სიტუაციები, როდესაც სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მოქმედება მაინც აუცილებელია. ეს მომენტი კი არა მხოლოდ ბიზნესთან თანამშრომლობისას, არამედ საკუთარ გუნდშიც ხშირად დგება.

„კარიერის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაერთხელ ვყოფილვარ ასეთი გადაწყვეტილების გზაგასაყარზე. მქონდა მომენტები, როდესაც არჩევანი მარტივი არ იყო, არც ყველა გზა ჩანდა ნათლად. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორედ ისეთ მომენტებში ვითარდები, როცა გამბედაობას ირჩევ.

გამბედაობა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ არასრული ინფორმაციის პირობებშიც მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, აიღო პასუხისმგებლობა მის შედეგზე და მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებისგან ისწავლო.”

შექმნა და მოქმედება: CRM სისტემის დანერგვის მაგალითზე

საქართველოს ბანკში CRM-ის დანერგვის პროექტში მონაწილეობა სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რამაც ბევრი რამ ასწავლა. ეს მრავალსაფეხურიანი პროექტი იყო, რომელიც მოიცავდა: 360°-იანი ხედვის შემუშავებას მომხმარებლებზე, პროცესების ავტომატიზაციას, პერსონალიზაციას, Cross-selling-ს და სხვა.

„ეს იყო სრულიად განსხვავებული ტიპის გამოწვევა როდესაც მხოლოდ შენი გუნდის შედეგზე არ ხარ პასუხისმგებელი და ცვლილება ორგანიზაციის ბევრ თანამშრომელსა და პროცესს ეხება. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილებების სწორად მართვა, ადამიანების ჩართულობა და საერთო მიზნის გარშემო გუნდის გაერთიანება.“

მოტივაცია და საქმის სიყვარული

ასეთი ცვლილებების დანერგვა კი, როგორზეც ზურაბი საუბრობს, დიდი მოტივაციის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

„16 წლის შემდეგაც ამ საქმის მიმართ იმავე ინტერესს და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ, რთული პერიოდიც სხვანაირად აღიქმება — იგი იქცევა გამოწვევად, რომელიც უნდა გადალახო და არა დაბრკოლებად, რომელმაც უნდა შეგაჩეროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ მაქვს შესაძლებლობა, ადამიანებზე ვიზრუნო. როცა იცი, რომ შენი გადაწყვეტილება, შენი მხარდაჭერა ან უბრალოდ სწორი სიტყვა შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც.“

რჩევა მათ, ვინც კარიერას ახლა იწყებს

ზურაბის გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოს ბანკში იწყებს კარიერას, მკაფიოა - „ არ გაჩერდე!”

„კარიერული გზა ყოველთვის მარტივი და სწორხაზოვანი არ არის. იქნება რთული პერიოდები, იქნება მომენტები, როდესაც შეიძლება იფიქრო, რომ საკმარისად სწრაფად ვერ ვითარდები ან სასურველ შედეგს ვერ იღებ. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, მიზანი და მოთმინება.

მე ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევაც ასეთია: იმუშავე საკუთარ თავზე, არ შეგეშინდეს გამოწვევების, არ დანებდე მაშინ, როცა რაღაც რთულდება და გახსოვდეს ყველაზე მთავარი - არ გაჩერდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა