მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, ხარისხიანი ღვინო მივაწოდოთ მომხმარებელსა და ბაზარს - „ღვინის ბირჟა“

news image
mbc image

სულ რამდენიმე თვეში ,,ღვინის ბირჟას“ საქმიანობის 2 წელი შეუსრულდება. ღვინის მწარმოებლებისა და მოყვარულთათვის საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცე Wine Exchange/ღვინის ბირჟა გაფართოებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის მზადაა.

მიზანი კი, რისთვისაც შეიქმნა, გაამართლა. პროექტის ავტორების იდეა იყო, ღვინის კულტის შემდეგ ქვეყანაში განსაკუთრებული აქცენტი ღვინის სმის კულტურაზე გაკეთებინათ, შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად მიღწეულია.

,,ღვინის ბირჟის" დირექტორი ლიზა გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ მოთხოვნა მკვეთრად მატულობს როგორც სემინარების, ასევე დეგუსტაციების კუთხით და მონაწილეთა შორის ბევრი ღონისძიებებს უკვე რეგულარულად ესწრება.

„თავიდან, როდესაც ,,ღვინის ბირჟა“ ყალიბდებოდა, გვამოძრავებდა იდეა, რომ ღვინის სმის კულტურის ჩამოყალიბებისთვის ხელი შეგვეწყო. მიდგომამ გაამართლა და ბაზარზე პოზიტიური ცვლილება ნამდვილად გაჩნდა, რაშიც სოლიდური წვლილი გვაქვს შეტანილი.

ბირჟის კონცეფციაა, ამ კონკრეტული ადგილიდან რაც შეიძლება, ბევრი ღვინო შესთავაზონ მომხმარებლებსა და ბაზრის მოთამაშეებს.

„ბირჟაზე“ წარმოდგენილია მხოლოდ ხარისხიანი ღვინო როგორც ქართული, ასევე უცხოური. ადგილობრივი პროდუქტის შემთხვევაში, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ ყველა ჯიშისა და წარმოშობის ღვინო, რომელსაც მცირე მარნები თუ მსხვილი კომპანიები აწარმოებენ. ის, ვინც თვეში ერთხელ მოდიოდა, დღეს უკვე  რეგულარული მომხმარებელია, იმდენად მიიღეს და შეისისხლხორცეს ჩვენი სერვისები, საკმაოდ დიდი ინტერესია“, - ამბობს ლიზი გრიგალაშვილი.

„ღვინის ბირჟის“ საქმიანობა სემინარებისა და დეგუსტაციების საკმაოდ დიდ რაოდენობას ითვლის. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, დეგუსტაციები კვირაში ერთხელ, სემინარები კი თვეში ორ-სამჯერ მაინც ტარდება და მონაწილეები ყოველთვის აქტიური დიდ ინტერესს იჩენენ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოცდილი სომალიესგან მიიღოს ამომწურავი პასუხი, როგორ უნდა შეირჩეს ღვინო, ასევე სმის უნარ-ჩვევებსა და ყველა საინტერესო კითხვაზე.

„ღვინის ბირჟა“ 2022 წლის თებერვალში დაფუძნდა. ყურადღებას იქცევს ,,ღვინის ბირჟის" ტალღისებური ლოგო, როგორც ფასის ცვლილების სიმბოლო, რაც ბრენდის სახელწოდების ნაწილთან - ბირჟასთან ასოცირდება.

„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს. დასაქმებულია 12 ადამიანი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა