მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე მარნების განვითარებას - Vintner -ი

news image
mbc image

კომპანია Vintner • ვინტნერის თანადამფუძნებელი ალექსანდრე უკლება Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ამავე სახელწოდებით თბილისში, ახალი ღვინის ბარი გაიხსნა.

ბარის მთავარი კონცეფციაა მყუდრო გარემო, სადაც მომხმარებელი შეძლებს ქართული ღვინოს დაგემოვნებას სხვადასხვა ქვეყნის ავთენტურ ტკბილეულთან და ყველთან ერთად.

„ბარში ამ დროისთვის გვაქვს მხოლოდ ქართული, მცირე მარნების ღვინოები, რადგან ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ პატარა წარმოებებს და მათი პროდუქციის ცნობადობა გავზარდოთ. ასევე ბარში წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი წარმოების ღვინოც. ვაწარმოებთ 5 სახეობის ღვინოს და დროისთვის მარაგში გვაქვს მხოლოდ ქვევრის ღვინოები“, - ამბობს ალექსანდრე უკლება.

რაც შეეხება მენიუს, Vintner-ში მომხმარებელი შეძლებს ქართული, ესპანური, იტალიური, ფრანგული, ბერძნული, ტკბილეულის დაგემოვნებას.

„ტკბილეულის გარდა, ასევე გვაქვს შერეული და რჩეული ყველის დაფა, მომხმარებელს ვთავაზობთ კახურ, „მარლეტას ფერმის“ ყველს. ტკბილეულისა და ყველის დაფების გარდა ასევე გვაქვს სენდვიჩები და ბრუსკეტები, რომლისთვისაც პურს ჩვენ ვამზადებთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

Vintner -ი სამომავლოდ გეგმავს ბარის სივრცეში დეგუსტაციებს, კორპორაციულ ღონისძიებებსა და ასევე წვეულებების გამართვას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა