მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, Kiwi Post-ის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ყველა უბანში -  Kiwi Post

news image
mbc image

2023 წელს Kiwi Post-ის მეშვეობით გამოწერები 150%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც Business Insider Georgia-თან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, 2023 წელი Kiwi Post-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 

„Kiwi Post-ი 2017 წლიდან ახორციელებს ტვირთების ავიაგადაზიდვას. თავდაპირველად ტვირთების ტრანსპორტირება ხდებოდა ინგლისიდან საქართველოში. შემდეგ კი დავამატეთ აშშ-ი, ჩინეთი, თურქეთი. რაც შეეხება 2023 წელს ის Kiwi Post-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. ჩვენ გავხსენით ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილები, საიდანაც ერთ-ერთი ვაკეში, მრგვალ ბაღთან მდებარეობს. 

ასევე 2023 წელს დავამატეთ ახალი მიმართულება საბერძნეთის სახით, რამაც ჩვენი მომხმარებლების უდიდესი კმაყოფილება გამოიწვია. გეტყვით, რომ საბერძნეთის მიმართულება დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. 2023 წელს შევთავაზეთ მომხმარებელს საკურიერო სერვისების მაქსიმალურად დიდი არჩევანი, რაც არის Glovo-ს, Wolt-ის და Bolt Food-ის აპლიკაციებში დაემატა ჩვენი მომსახურება. ამანათების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

ქეთევან შანიძის თქმით, 2023 წლის მაჩვენებლებით Kiwi Post-ისთვის ნომერ პირველი მიმართულება აშშ-ია. 

„თურქეთი და საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია, თუმცა საკმაოდ აქტიურია აშშ და ინგლისი. აშშ-ს მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდა სულ არის. 

2023 წელს ნომერ პირველ მიმართულებად მაინც აშშ-ს დავასახელებდი. თავისი სეგმენტი ჰყავს თურქეთსაც და საბერძნეთსაც და მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულებები რამდენად პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.

როგორც Kiwi Post-ის წარმომადგენელი ამბობს, 2024 წელს კომპანია მომხმარებლებს ბევრ სიახლეს უმზადებს. 

„2023 წელმა საშუალება მოგვცა, რომ მნიშვნელოვნად გავზრდილიყავით როგორც კომპანია ასევე სამომხმარებლო ბაზა. ამ წლის დახმარებით 2024 წელს ჩვენი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კონკრეტულ გეგმებს ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი მიზანია Kiwi Post-ის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ყველა უბანში და ჩვენს მომხმარებლებს ვპირდებით, რომ შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ჩვენი მეშვეობით და დაგვემატება ბევრი სიახლე“, - აღნიშნა კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა