მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ჩვენი მიზანია, კონკურენტუნარიან და მულტიდისციპლინარულ საპროექტო კომპანიად ჩამოვყალიბდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე - teamtwo - Architects & Engineers

news image
mbc image

teamtwo - Architects & Engineers არქიტექტორებისა არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე პროექტებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარების სტრატეგიაზე Business Insider Georgia-ს teamtwo-ს თანადამფუძნებელი და არქიტექტორი, შოთა საგანელიძე ესაუბრა.

რა მთავარი სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე კომპანიაში, თუ დაგემატათ ახალი პროექტები, პარტნიორობები ან მიმართულებები?

teamtwo-სთვის წელს მთავარ სიახლეს წარმოადგენს უფრო კომპლექსური და განსხვავებული ტიპოლოგიების პროექტირებაზე გადასვლა. გავიმარჯვეთ თელავის საცურაო აუზის კონკურსში, სადაც 15 საპროექტო კომპანიიდან შეგვარჩიეს. ასევე გავიმარჯვეთ სამი საბავშვო ბაღის კონკურსში, რაც საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სივრცეების პროექტირების კუთხით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის რობოტების საწარმოზე, სადაც დამკვეთის მოთხოვნით EDGE სერტიფიცირებაც არის გათვალისწინებული. ასევე მიმდინარეა McDonald’s-ის ახალი flagship რესტორნის პროექტი, რომლის დეტალებს ამ ეტაპზე სრულად ვერ ვასაჯაროებთ, თუმცა ეს იქნება კონცეპტუალურად გამორჩეული ობიექტი.

პროგრესი გვაქვს საერთაშორისო მიმართულებითაც: UNDP-ის პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ გერმანიის ბაზრის კვლევა, ვიყავით Architect@Work Düsseldorf-ზე, ხოლო Architecture Trampoline-ის პროგრამაში 21 კომპანიას შორის გამარჯვების შედეგად შემოდგომაზე პროფესიული ვიზიტით მივემგზავრებით ტალინში.

არქიტექტურისა და ინჟინერიის სფეროში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიები და AI-ინტეგრაცია - როგორ იცვლება ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი და მომხმარებლის მოთხოვნები?

არქიტექტურასა და ინჟინერიაში ტექნოლოგიები უკვე დამატებითი ინსტრუმენტი კი არა სამუშაო პროცესის აუცილებელი ნაწილია. დამკვეთები დღეს უფრო სწრაფ, ზუსტ და კონტროლირებად პროცესს ელიან.

teamtwo-ში ძირითადი საფუძველი კვლავ BIM-პროცესია, სადაც არქიტექტურა, კონსტრუქცია და საინჟინრო სისტემები ერთიან მოდელში კოორდინირდება. ეს ამცირებს შესრულების დროს, შეცდომებს და პროექტს უფრო რეალისტურს ხდის სამშენებლო ეტაპისთვის.

AI-ს ამ ეტაპზე ვიყენებთ უფრო კვლევის, იდეების გენერირების, ანალიზისა და ვიზუალური კომუნიკაციის დასაჩქარებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ AI არ ცვლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არქიტექტორისა და ინჟინრის კომპეტენციაზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო პროექტებზემუშაობის გამოცდილება teamtwo-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა - როგორია დღეს უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა ქართული Architectural & Engineering სერვისების მიმართ?

უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ ის არ არის მარტივად მისაღები. მხოლოდ დაბალი ფასი აღარ არის საკმარისი. საჭიროა სტანდარტების ცოდნა, პროცესის მართვა, ხარისხიანი დოკუმენტაცია და სანდო კომუნიკაცია. teamtwo-ს უპირატესობა არის ის, რომ გვაქვს ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და კარგად ვიცნობთ IBC სტანდარტებს. ახლა ჩვენი ფოკუსი უფრო მეტად ევროპულ ბაზარზე არის მიმართული, სადაც Eurocode-ების, ადგილობრივი რეგულაციების და სამუშაო კულტურის სიღრმისეული ცოდნა აუცილებელია.

ჩვენი აზრით, ქართული კომპანიებისთვის რეალური შესაძლებლობას წარმოადგენს არა უბრალოდ დიზაინის, არამედ ტექნიკურად გამართული საპროექტო მომსახურების ექსპორტი - განსაკუთრებით BIM, არქიტექტურის, კონსტრუქციის და კოორდინირებული დოკუმენტაციის მიმართულებით.

როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია მიმდინარე წლისთვის და რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს სამომავლოდ?

მიმდინარე წელს teamtwo-ს სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:

  • პირველი არის მდგრადი არქიტექტურა და ენერგოეფექტურობა. ბაზარი ამ მიმართულებით რეალურად იცვლება და გვინდა, რომ ამ ნაწილში ჩვენი ცოდნა უფრო პრაქტიკული გავხადოთ.
  • მეორეა საერთაშორისო ბაზრებისთვის მომზადება - განსაკუთრებით ევროპული სტანდარტების, Eurocode- ების და სხვადასხვა ბაზრის სამუშაო მოდელების შესწავლა.
  • მესამე მიმართულებაა ინდუსტრიული, მოდულარული და ტექნიკურად რთული შენობების პროექტირება. ეს არის სეგმენტი, სადაც მხოლოდ ვიზუალური არქიტექტურა საკმარისი არ არის; საჭიროა ტექნოლოგიური პროცესის, კონსტრუქციის, ენერგოეფექტურობის და მშენებლობის რეალური ლოგიკის ერთიანად გააზრება. 

ჩვენი მიზანია teamtwo ჩამოყალიბდეს როგორც კონკურენტუნარიანი, მულტიდისციპლინარული საპროექტო კომპანია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა