მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, ყურძენი სრულად დაბინავდეს და მევენახეებმა გაზრდილი შემოსავალი მიიღონ - ოთარ შამუგია

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ეკატერინე მირინაშვილის ვენახი დაათვალიერა.

ეკატერინე მირინაშვილმა საფერავის ჯიშის ყურძენი 1 ჰა-მდე ფართობზე ხუთი წლის წინ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საგრანტო დაფინანსებით გააშენა და უკვე მეორე მოსავალს მიიღებს. გასული წლის მსგავსად, მევენახე  ყურძენს წელსაც ღვინის საწარმოში ჩააბარებს, თუმცა, სამომავლოდ გეგმავს ღვინო თავად აწარმოოს და ექსპორტიც განახორციელოს.

„წელს ძალიან კარგი მოსავალია როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ. რა თქმა უნდა, შედეგზე ჩვენი შრომა აისახა და ყურძენი ძალიან კარგი ხარისხისაა. ვენახი სახელმწიფოს მხარდაჭერით ხუთი წლის წინ გავაშენე, რომელიც უკვე სრულ მსხმოიარებაში შედის. ჯერჯერობით არ მაქვს ღვინის საკუთარი წარმოება, თუმცა მომავალში ვგეგმავ. ამ ეტაპზე, ყურძენს ქარხნებში ვაბარებ“, - აღნიშნა ეკატერინე მირიანაშვილმა.

ოთარ შამუგიამ იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყო ხელი. აღინიშნა, რომ  სახელმწიფოს მხარდაჭერა ხორციელდება როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპზე. უკვე შექმნილია ვენახების  კადასტრი; ყურძნის მიღება-ჩაბარება მევენახეობის კადასტრის ბაზაზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემით, რომელიც 2014-2023 წლებში განხორციელდა, დღეისათვის, 2012 წელთან შედარებით, ვენახების ფართობი თითქმის გაორმაგებულია და ქვეყნის მევენახეობის რეგიონებში გაშენებულია 50 ათას ჰა-მდე  ვენახი, აღრიცხულია 47 ათასზე მეტი მევენახის 170 ათასზე მეტი ნაკვეთი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა