მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, საქართველო ავტოინდუსტრიაში პროფესიული საერთაშორისო ტრენინგების რეგიონულ ჰაბად იქცეს - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი

news image
mbc image

„თეგეტა აკადემიის“ დირექტორთან ოთარ სიხარულიძის განცხადებით, კომპანია ავტოინდუსტრიის განვითარების მიზნით საერთაშორისო ტრენინგებს  მასპინძლობს და მათი მიზანია, საქართველო ავტოინდუსტრიაში პროფესიული საერთაშორისო ტრენინგების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

თუ როგორ ახერხებს კომპანია კადრების დეფიციტის დაძლევას ამ საკითხზე „იმედის დილაში“  რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორთან ოთარ სიხარულიძესთან ისაუბრა.

„ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ვატარებთ საერთაშორისო ტრენინგებს, იქიდან გამომდინარე, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს 300-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდს, აქვს თავისი ტრენინგ-ცენტრი. ერთ-ერთი მიმართულებაა „პორშეს“  ტრენინგ-ცენტრთან თანამშრომლობა, პორშეს აქვს თავისი უნიკალური სტანდარტი, განსაკუთრებით მექანიკოსების მიმართულებით აქვს თავისი რანგირება და სწორედ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავხდეთ რეგიონული ჰაბი. სწორედ ამისთვის სატესტო ტრენინგები ჩატარდა საქართველოსა და უზბეკეთში პირველ კვარტალში. რადგან პოზიტიური შეფასება დავიმსახურეთ 2024 წლის მესამე კვარტალში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ტრენინგები ელექტრომობილების მიმართულებით, ძრავისა და სავალი ნაწილის მიმართულებით.

აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ „პორშესთან“ არა მხოლოდ როგორც ჩვენი საქმის მიმართულებით რეგიონში არსებული ქვეყნებიდან. მაგალითად, წინა ტრენინგზე იყვნენ წარმომადგენლები უზბეკეთიდან, ისრაელიდან, მოლდოვიდან და საკმაოდ კარგად ჩაიარა ამ პროცესმა. ასევე უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ადრე ჩვენ პარტნიორებთან ვთანამშრომლობდით მხოლოდ ინდივიდუალური ტრენინგების მიმართულებით, ხოლო გასულ წელს და ახლა უკვე დავიწყეთ მუშაობა სატრენინგო ჰაბის მიმართულებით. ერთი არის „პორშე“, ხოლო მეორე გერმანული ავტოგიგანტი „მანი“, რომელსაც არ აქვს მსუბუქი ავტომობილების მიმართულება, თუმცა აქვს სატვირთოების და ავტობუსების მიმართულება. ჩვენ „მანის“ დუბაის აკადემიასთან უკვე ვთანამშრომლობთ და უკვე სატრენინგო ჰაბის ფარგლებში, ივლისში საქართველოში იმართება პირველი საერთაშორისო ტრენინგი, სადაც ასევე რეგიონის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ყველა ამ ტრენინგში ჩართულია პარტნიორის მოწვეული ტრენერი, თუმცა ჩვენ „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებსაც ვამზადებთ ტრენერებად, რათა პროფესიული ცოდნა დარჩეს ქვეყანაში და შემდგომ შევძლოთ ამის გაზიარება“,- განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა