ჩვენი მიზანია შევქმნათ სათამაშოები, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხო, გამძლე და განმავითარებელია - „კოკიტოს სათამაშოები“
„კოკიტოს“ საქმიანობა ქართული ბაზრისთვის ხის სათამაშოების წარმოებით დაიწყო. კომპანიის მიზანია შექმნას სათამაშოები, რომლებიც ბავშვებისთვის იქნება უსაფრთხო, გამძლე და განმავითარებელი , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლალიკო გოგიბერიძემ განუცხადა.
„კოკიტო“ დაარსდა 2019 წელს და მისი საქმიანობა ქართული ბაზრისთვის ხის სათამაშოების წარმოებით დაიწყო. ჩვენი მიზანია შევქმნათ სათამაშოები, რომლებიც ბავშვებისთვის არის უსაფრთხო, გამძლე და განმავითარებელი. წარმოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს, მასალებს, ფორმებსა და ფერებს. თითოეული სათამაშო შექმნილია ისე, რომ თამაშის დროს ბავშვმა განავითაროს ფანტაზია, მოტორიკა და აზროვნება.
წარმოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს, უსაფრთხო მასალებს, ფორმებსა და ფერებს. თითოეული სათამაშო შექმნილია ისე, რომ თამაშის დროს ბავშვმა განავითაროს ფანტაზია, მოტორიკა და აზროვნება.

დღეს კოკიტოს წარმოება ეფუძნება სიყვარულს, გამოცდილებას და პასუხისმგებლობას ბავშვების მიმართ, რადგან ჩვენთვის თამაში განვითარების ყველაზე ლამაზი გზაა.
„კოკიტო“ აქტიურად ვითარდება და აფართოებს საქმიანობას. კომპანია აერთიანებს ხის სათამაშოების წარმოებას და საბავშვო განმავითარებელ სივრცეს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თამაში, სწავლა და სოციალიზაცია უსაფრთხო გარემოში.
• 27 იანვარს მივფრინავთ გერმანიაში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე (Spielwarenmesse – International Toy Fair Nuremberg), სადაც წარვადგენთ ნამუშევრებს. სწორედ ამიტომ აქტიურად მიმდინარეობს ახალი სათამაშოების დამუშავება და ასორტიმენტის გაზრდა;
• აგრეთვე აქტიურად ტარდება დაბადების დღეები და თემატური ღონისძიებები ჩვენს სივრცეში ბაზარი ორბელიანზე;
• ვაძლიერებთ ონლაინ კომუნიკაციას Facebook-სა და Instagram-ზე, რათა მშობლებთან მუდმივი კონტაქტი გვქონდეს “, - აცხადებს ლალიკო გოგიბერიძე.
აღსანიშნავია, რომ „კოკიტო“ აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებასა და თანამედროვე საწარმოო მიდგომებს.
კომპანია იყენებს:
EN-71 სტანდარტის საღებავებს;
წყლის ბაზაზე დამზადებულ ლაქებს;
ნატურალურ ხეს და ტყავს.

სათამაშოების თითოეული მოდელი იქმნება ბავშვის განვითარებაზე ზუსტი გავლენით — სენსორული უნარების, ფერებისა და ფორმების აღქმის, მეხსიერებისა და მოტორული უნარების სტიმულირებისთვის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.