ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი - „ბარბატუსი“
ზღვის პროდუქტების რესტორანი „ბარბატუსი“ რომელიც წელიწადნახევრის წინ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე გაიხსნა, ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია.
როგორც Business Insider Georgia-თან რესტორნის მფლობელი ლევან ახვლედიანი ამბობს, „ბარბატუსის“ კონცეფციის მიზანი საქართველოში თევზის რესტორნების კულტურის განვითარებაა.
„აბსოლუტურად ყველა სეგმენტში გვყავს მომხმარებელი. „ბარბატუსი“ თბილისში ყველასთვის საყვარელი ადგილია. ჩვენი მომხმარებლების 50% უცხოელები არიან, ხოლო 50% თბილისის მოსახლეობა. რესტორანის არ მდებარეობს ტურისტულ ადგილზე, თუმცა დედაქალაქში ჩამოსული უცხოელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
ჩვენ ყოველდღიურად ახალი თევზი გვაქვს, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროდან ვიღებთ. შესაბამისად, მთელი მარილი და უპირატესობა ჩვენი რესტორნის ეს არის. ვინც ერთხელ გასინჯა ჩვენი პროდუქტი და მოეწონა, ჩვენი მომხმარებელი გახდა“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.
„ბარბატუსის“ მენიუში ასევე არის ხმელთაშუა ზღვის პროდუქტები. რესტორანი თანამშრომლობს ყველა მსხვილ იმპორტიორთან ვისაც ზღვის პროდუქტები შემოაქვს.
„გვაქვს ასევე ოკეანის პროდუქტები, რაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ეს არის კრევეტები, რვაფეხები, მიდიები, კალმარები. გვაქვს ასევე შავი ზღვის სანაპიროდან მიღებული ბარაბულკა, სიბასი, სარღანი და ყველა თევზი გვაქვს რაც სეზონზეა. მომხმარებელი მრავალფეროვანია, ზოგს ბარაბულკა უყვარს, ზოგს კრევეტი“, - ამბობს „ბარბატუსის“ მფლობელი.
მისივე თქმით, ბრენდის კონცეფციის მთავარი თემაა ის, რომ ზღვის პროდუქტები ყოველთვის ახალი აქვთ და შესაბამისად მომხმარებლის ნდობაც მოიპოვეს.
„სწორი კვება ისედაც ტრენდულია და ამის მიღმაც აუცილებელია. ჩვენი მიზანია მივცეთ ადამიანებს ჯანმრთელად კვების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რის გამოც ამ ბაზარზეც შემოვედით“,- ამბობს ლევან ახვლედიანი.
ამ დროისთვის თევზის რესტორანი ბაზარზე მხოლოდ ერთი ობიექტითაა წარმოდგენილი.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ერთი ობიექტის გახსნის შემდეგ გავფართოებულიყავით, თუმცა გვინდა ზრდა ბუნებრივად მოხდეს და არა მექანიკური ჩარევით. ამიტომ როგორც კი სათანადო ცნობადობა და სათანადო რაოდენობის მომხმარებელი გვეყოლება ფილიალებს დავამატებთ“, - ამბობს რესტორნის დამფუძნებელი.
ამასთან, როგორც „ბარბატუსში“ ამბობენ, ქვეყანაში თევზის მოხმარების კულტურა უფრო დაბალ დონეზეა ვიდრე სხვა პროდუქტების. ამიტომ ბრენდის მიზანია, თევზის კერძების პოპულარიზაცია, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი.
ამ დროისთვის „ბარბატუსში“ 20 ადამიანია დასაქმებული. რესტორანს აქვს საერთო დარბაზი და ტერასა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.