ჩვენი მოლოდინით საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება - ეკონომიკის მინისტრი
საწვავთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავინახეთ კლების ტენდენცია რაც ბაზარზე არსებობს. რეგულარის ფასი ბრენდირებულ ქსელებში უკვე 2,39 ლარია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცახდა.
მისივე თქმით, ასევე კომპანიებს გააჩნიათ მარკეტინგული კალენდარი და 15 თეთრამდე კლება ეს არის კიდე დამატებით ფასდაკლება-შეღავათი.
„შესაბამისად პროპორციულად იკლებს პრემიუმისა და სხვა კატეგორიის საწვავის ფასი. ჩვენი მოლოდინით კიდევ 10 თეთრით გაიაფდება საწვავი მიმდინარე კვირის ბოლომდე და თვის ბოლომდე კიდევ არსებობს საწვავის მნიშვნელოვნად გაიაფების რესურსი. ისე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა პროდუქტიული დიალოგი საწვავის დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან. ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები და ფასები. ვფიქრობ რომ ოპტიმალური იქნება მარჟები ყველაზე მოთხოვნად საწვავზე ეს არის „რეგულარი“ და „ევრორეგულარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთნ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ საწვავის ფასი 2 ლარამდე შემცირდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.