მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მთავარი ამოცანა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაა - სოსო ფხაკაძე

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა, სადაც მინისტრმა პროფესიული განათლების ახალი გეგმა კერძო სექტორს წარუდგინა.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის თანახმად, კვალიფიციური კადრებისა და სპეციალისტების დეფიციტის პრობლემა უკვე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა, რაზეც ხაზგასმით მეტყველებს BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში ბოლო რამდენიმე კვარტლის მაჩვენებლები.

მისი თქმით,  „ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით პატარა ზომის ქვეყნებში, რომლებიც არ გამოირჩევიან სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით, განათლებაზე, ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამიტომ განათლებაში სწორი ინვესტირება მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებულია".

„მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გაჟღერებული პროგრამა, კერძოდ კი პროფესიული განათლების ახალი ხედვა, დროულია, ვინაიდან როგორც აღინიშნა, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, ბიზნესის მიერ საქმიანობისთვის მთავარ, N:1 ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება. ზემოხსენებულ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობს და BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით ახდენს როგორც ბიზნესს სექტორის, ასევე ხელისუფლების ინფორმირებას. მოხარულნი ვართ, რომ ამ მიმართულებით კარგი

შეთავაზება მიეცა კერძო სექტორს, განხორციელდება კოორდინირებული მუშაობა, რაც დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემდგომ დასაქმებაში, ხოლო ბიზნეს, თავის მხრივ, გადაუჭრის კვალიფიციური კადრების დეფიციტის მწვავე პრობლემას. ჩვენი მთავარი ამოცანა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაა," - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა