მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პრაქტიკულობა, რომელიც რეალურ ბიზნეს გამოცდილებას ეფუძნება - „მართვის აკადემია“

news image
mbc image

მართვის აკადემია არის ორგანიზაცია, რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქეთი ტყავაძეს ესაუბრა.

- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე
ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

"მართვის აკადემია" დაარსდა თხუთმეტი წლის წინ სანდრო ჯეჯელავას, ვანო ნადირაძის და მაია მიქაშავიძის მიერ მკაფიო მისიით გაეუმჯობესებინათ მენეჯმენტის ხარისხი ქართულ ორგანიზაციებში. იმ პერიოდში საქართველოში პროფესიული მენეჯერული განათლება თითქმის არ არსებობდა, თუ რამეს აღმოაჩენდით, ისიც თეორიულ და აკადემიურ მიდგომებზე იქნებოდა დაფუძნებული, რაც რეალური სამუშაო გამოწვევებისთვის პრაქტიკულ გზამკვლევებს ნაკლებად სთავაზობდა მონაწილეებს.

თავიდანვე "მართვის აკადემიამ" განსხვავებული მიდგომა აირჩია. ჩვენი მიზანი იყო მაქსიმალურად პრაქტიკული ტრენინგების შექმნა, რომლებიც მენეჯერებს დაუყოვნებლივ გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს მიაწვდიდა ყოველდღიურ საქმიანობაში. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კონკრეტულ მეთოდებს, მოქმედების გეგმებსა და ჩარჩოებს, რომლებიც მათ გუნდების ხელმძღვანელობაში, პროექტების მართვასა და ბიზნესის შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარება.

საქმიანობა დავიწყეთ პროექტების მართვისა და ზოგადი მენეჯმენტის პროგრამებით და ეტაპობრივად გავაფართოეთ მიმართულებები ლიდერობის განვითარებაში, გუნდის მართვაში, კომუნიკაციაში, პროდუქტიულობაში, ინოვაციებსა და სხვა მენეჯერულ კომპეტენციებში. დროთა განმავლობაში დივერსიფიცირდა ფორმატებიც — ტრადიციული საკლასო ტრენინგებიდან მასტერკლასებამდე, ჰიბრიდულ პროგრამებამდე და კონკრეტულ ორგანიზაციულ საჭიროებებზე მორგებულ კორპორატიულ ტრენინგებამდე.

2016 წლიდან "მართვის აკადემია" აქტიურად ამზადებს პროფესიონალებს საერთაშორისო აღიარების მქონე PMP სერტიფიკაციისთვის (Project Management Professional Certification), რაც პასუხობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კომპანიების მზარდ მოთხოვნას გლობალურად სერტიფიცირებულ პროექტ-მენეჯერებზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენ 300-ზე მეტ პროფესიონალს დავეხმარეთ PMP სერტიფიკატის მიღებაში, რითაც მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ პროექტების მართვის სტანდარტები საქართველოში.

ჯამში "მართვის აკადემიამ" 10 000-ზე მეტი მენეჯერი და პროფესიონალი გადაამზადა სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო, საწარმოო, მომსახურების და სხვა სექტორებიდან. ასევე, ამ წლების განმავლობაში ვეხმარებოდით ორგანიზაციებს შიდა სასწავლო ცენტრების შექმნასა და ინჰაუს ტრენერების განვითარებაში, რათა ცოდნის მასშტაბირება დიდ გუნდებში გამხდარიყო შესაძლებელი.

2018 წელს გავაფართოეთ ჩვენი ეკოსისტემა და დავაარსეთ Flowmaster - კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ სასწავლო პროდუქტებზე, როგორიცაა ვიდეოტრენინგები, ციფრული საგანმანათლებლო კონტენტი, LMS (Learning Management System) აპლიკაციით ჰიბრიდული პროგრამები, რომლებიც მოიცავს ფიზიკური შეხვედრების და სასწავლო აპლიკაციიდან სწავლის კომბინაციას. ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვუპასუხოთ სწავლის ჩვევების ცვლილებებსა და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებს.

დღეს "მართვის აკადემია" და Flowmaster ერთად აგრძელებენ პროფესიული განათლების პიონერის როლს და მუდმივად ადაპტირდებიან და ინოვაციებს ნერგავენ, რათა დაეხმარონ ქართველ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს წარმატებით გაუმკლავდნენ მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოს.

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მენეჯერული და ლიდერული განვითარების მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორგანიზაციები სულ უფრო კარგად აცნობიერებენ, რომ ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკურ ექსპერტიზაზე, არამედ ლიდერობის ხარისხზე, გუნდის მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე.

ამასთან ერთად, თავად ლიდერობის ცნებაც შეიცვალა. სამუშაო ძალაში ახალი თაობების შემოსვლამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა, პოსტპანდემიურმა რეალობამ და მიმდინარე ეკონომიკურმა გამოწვევებმა მენეჯერების მიმართ მოლოდინები გარდაქმნა. თანამედროვე ლიდერს მოეთხოვება სტრატეგიული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, ადაპტირებადობა და ადამიანზე ორიენტირებული ხელმძღვანელობა.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებს და შესაბამისად ვაახლებთ პროგრამებს. მაგალითად, მზარდ ინტერესს ვხედავთ ისეთი თემების მიმართ, როგორებიცაა ლიდერობის ტრანსფორმაცია, ემოციური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტში და ინოვაციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მონაწილეებთან მჭიდრო ურთიერთობა. მენეჯერებისა და კომპანიების უკუკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი პროგრამების გაუმჯობესებაში. ყოველი ტრენინგის შემდეგ ვუსმენთ ჩვენს მონაწილეებს და მუდმივად ვხვეწავთ კონტენტს, ინსტრუმენტებსა და ფორმატებს, იმისთვის რომ ტრენინგები პრაქტიკული და რეალურ სამუშაო გარემოში გამოსაყენებელი დარჩეს.

შედეგად, ვხედავთ სტაბილურ და მზარდ მოთხოვნას როგორც ინდივიდუალური პროფესიონალებისგან, ისე ორგანიზაციებისგან, რომლებიც თავიანთი გუნდებისთვის გრძელვადიან განვითარების გადაწყვეტილებებს ეძებენ.

- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პრაქტიკულობა, რომელიც რეალურ ბიზნესგამოცდილებას ეფუძნება.

"მართვის აკადემიის" ტრენინგები არ არის მხოლოდ თეორიაზე დაფუძნებული. ჩვენი ტრენერები თავად არიან გამოცდილი პრაქტიკოსები, რომლებსაც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და კარგად ესმით ორგანიზაციებში არსებული რეალური გამოწვევები. ეს გვაძლევს საშუალებას, შევთავაზოთ მონაწილეებს რეალობაზე დაფუძნებული და ქართულ კულტურაზე მორგებული გადაწყვეტილებები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ქმედითი ინსტრუმენტებზე ძლიერი ფოკუსი. მონაწილეები არ შემოიფარგლებიან ლექციების მოსმენით — ისინი მუშაობენ პრაქტიკულ ქეისებზე, ამუშავებენ საკუთარ ბიზნესგამოწვევებს და ტრენინგებს ტოვებენ კონკრეტული მოქმედების გეგმებით.

ასევე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და ვქმნით მორგებულ კორპორატიულ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს და უზრუნველყოფს გაზომვად შედეგებს.

და ბოლოს, ჩვენი ეკოსისტემური მიდგომა, რომელიც აერთიანებს პირისპირ ტრენინგებს, ციფრულ სასწავლო პლატფორმებს, ვიდეოკონტენტსა და Flowmaster-ის მეშვეობით გრძელვადიან განვითარების გადაწყვეტილებებს გვაძლევს შესაძლებლობას, სწავლა ერთი ტრენინგის ფარგლებს გაცდეს და ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის მდგრადი განვითარების გზები შეიქმნას.

- რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

ჩვენი სამომავლო გეგმები მიმართულია საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და მენეჯერების რეალურ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე დროული და ეფექტური პასუხისის მიწოდებისკენ.

ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება საქართველოს ფარგლებში პრაქტიკული და მაღალი გამოყენებადობის მქონე სასწავლო გადაწყვეტილებების შეთავაზება. ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად გვესახება მოკლე, მკვეთრად ფოკუსირებული მასტერკლასების კიდევ უფრო განვითარება, რომლებიც დატვირთულ პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მოკლე დროში მიიღონ მარტივი და პრაქტიკული ინსტრუმენტები, სამუშაო პროცესში ადვილად გამოყენებისთვის. პარალელურად, მუდმივად ვაფართოებთ თემების სპექტრს, იმისთვის, რომ მენეჯერებს ჰქონდეთ მხარდაჭერა თანამედროვე ლიდერული, გუნდური და ორგანიზაციული გამოწვევების დაძლევაში.

ამასთან ერთად, Flowmaster-ის მეშვეობით ვაგრძელებთ ინოვაციური სასწავლო პროდუქტების განვითარებას, მათ შორის ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების, ვიდეოზე დაფუძნებული საგანმანათლებლო კონტენტის და თანამედროვე სასწავლო მართვის სისტემების შექმნას, რაც პროფესიულ განვითარებას კიდევ უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.

ჩვენი მიზანი კვლავ მკაფიოა: დავეხმაროთ ქართულ ორგანიზაციებსა და მენეჯერებს უკეთ იმუშაონ, უფრო სწრაფად მოერგონ ცვლილებებს და უფრო ეფექტურად მართონ პროცესები მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი

04.09.2026.19:00

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.

ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.

ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.

როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?

მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.

ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.

რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.

პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.

მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.

ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?

2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.

ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.

თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა