მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0071
flag
AZN 1.5594
-0.0013
flag
CNY 39.161
-0.0023
flag
EUR 3.0377
-0.0031
flag
GBP 3.5061
-0.004
flag
KZT 54.32
-0.0004
flag
TRY 0.0571
0
flag
USD 2.6505
-0.0022
news banner

ჩვენი მთავარი უპირატესობა ტექნოლოგიური ლიდერობისა და მრავალწლიანი ექსპერტიზის სინთეზია l Scanomat - ყავის ჭკვიანი წერტილი

news image
mbc image

Scanomat - ყავის ჭკვიანი წერტილი არის კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობა HoReCa-სა და Retail სექტორისთვის პრემიუმ კლასის, მაღალტექნოლოგიური და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების შეთავაზებას მოიცავს. კომპანიის საქმიანობის, ბაზარზე არსებული უპირატესობებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელს, დავით პერტიას ესაუბრა.

⁠როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

ჩვენი კომპანია 2017 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი ისტორია ვენდინგისა და სერვისის ინდუსტრიაში დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, შევისწავლეთ მომხმარებლის ქცევა და ვისწავლეთ მთავარი - დროის, ხარისხისა და მაქსიმალური კომფორტის ფასი. დღეს ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა HoReCa და საცალო (Retail) მიმართულებით პრემიუმ კლასის, მაღალტექნოლოგიური და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების ინტეგრაციას გულისხმობს. ჩვენი მრავალპროფილური გუნდი ბიზნესებს ეხმარება ინოვაციები ეფექტიანად და თანმიმდევრულად დაამატოს საკუთარი მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი ავტონომიური დანადგარების მთავარი ფოკუსი და სიამაყე დღეს მსოფლიოში წამყვანი დანიური ბრენდის, Scanomat-ის ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდება და მართვაა. ჩვენს პარტნიორებს HoReCa სექტორში, პრემიუმ ოფისებსა და Retail სივრცეებში ვთავაზობთ სრულ სერვისს: დაწყებული Scanomat-ის (მათ შორის, რევოლუციური TopBrewer-ის) უახლესი ჭკვიანი სისტემების ინსტალაციით, დასრულებული უმაღლესი ხარისხის ნედლეულის უწყვეტი მომარაგებითა და დისტანციური, ციფრული მონიტორინგით. ეს არის სრულიად ავტომატიზებული, მომავლის ყავის სერვისი, რომელსაც 24/7-ზე პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერით ვუზრუნველყოფთ.

რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ტექნოლოგიური ლიდერობისა და სერვისის სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი ექსპერტიზის სინთეზი. Scanomat-ის გადაწყვეტილებები, თავისი დახვეწილი დიზაინით (სადაც სივრცეში მხოლოდ ელეგანტური ონკანი ჩანს) და სმარტფონით თუ პლანშეტით სრულიად უკონტაქტო მართვის ფუნქციით, მომხმარებლისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. თუმცა, მხოლოდ ტექნოლოგია საკმარისი არ არის - ბიზნესისთვის გადამწყვეტია გამართული ოპერაციები. ჩვენი გამოცდილება ვენდინგსა და HoReCa მიმართულებით გვაძლევს საშუალებას, პარტნიორებს შევთავაზოთ ლოგისტიკა, უმაღლესი ჰიგიენური სტანდარტები და ბარისტას დონის სტაბილური ხარისხი მინიმალური ადამიანური რესურსის ჩარევით.

რა გეგმები გაქვთ განვითარების კუთხით - იგეგმება თუ არა ახალი ფილიალების, სერვისების ან პროდუქციის ხაზების დამატება სამომავლოდ?

ჩვენი მიზანია Scanomat-ის რევოლუციური ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და სრულიად ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვგეგმავთ გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და რეგიონულ HoReCa და საცალო ქსელებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ყავის ეკოსისტემისთვის ჭკვიანი IoT (Internet of Things) გადაწყვეტილებების დამატებაზე, რაც ჩვენს პარტნიორებს მისცემს მოხმარებისა და რესურსების კიდევ უფრო ზუსტი, ციფრული ანალიტიკის შესაძლებლობას. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ Scanomat-ის ახალი მოდელების შემოტანას, რათა ნებისმიერი მასშტაბის სივრცეს იდეალურად მორგებული ყავის კონცეფცია შევთავაზოთ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

22.06.2026.11:15

თიბისის მობაილბანკში ახალი შესაძლებლობა გელოდება - ახლა უკვე შეგიძლია შენი მეგობარი ციფრული ბანკინგის სამყაროში მოიწვიო და ორივე 8-8 ლარით დასაჩუქრდეთ. 

მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, მეგობრის მოწვევა მარტივად შეგიძლია - იპოვე მოსაწვევი ბმული მობაილბანკის პროფილის განყოფილებაში, გაუზიარე მეგობარს და ერთად მიიღეთ საჩუქარი ერთგულ ყულაბაში.

საჩუქრის მისაღებად, მოწვეულმა მეგობარმა უნდა გაიაროს მობაილბანკის რეგისტრაცია, მიიღოს უფასო თიბისი ბარათი და შემდეგ, შეასრულოს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების ერთი გადახდა. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ტერმინალზე; ასევე, უშუალოდ მობაილბანკიდან - გადახდების გვერდზე განთავსებული სერვისებით, მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდით ან მობილურის ბალანსის შევსებით.

პირობის შესრულების შემდეგ, როგორც მოწვევის გამომგზავნი, ისე ახალი მომხმარებელი მიიღებთ 8 ლარს ერთგულ ყულაბაში.

შეგიძლია მოიწვიო საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც აქამდე თიბისის მობაილბანკით არ უსარგებლია. მოწვეულ მეგობართა რაოდენობა შეზღუდული არ არის - რაც უფრო მეტ ადამიანს გააცნობ მობაილბანკის შესაძლებლობებს, მით მეტ საჩუქარს მიიღებ. 

როგორც თიბისის მობაილბანკის სხვა განახლებული ფუნქციონალები, მეგობრების მოწვევის ფუნქციონალიც იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ. მობაილბანკის განვითარებით, ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიიღონ და შესაძლებლობები ერთმანეთს გაუზიარონ. 

თვითონ სცადე - მოიწვიე მეგობარი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა