მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

ჩვენი ნიშა არის, რომ მაღალკვალიფიციური ტალანტები მივაწოდოთ საერთაშორისო ბაზარს - ICT Association of Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

news image
mbc image

ICT Association of Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის კონკურენტული უპირატესობა მაღალკვალიფიციური ტალანტების მიწოდებაში უნდა იყოს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა, ისეთი ქვეყნების ფონზე, როგორიცაა ინდოეთი, საქართველო მასშტაბით ვერ გაუწევს კონკურენციას, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს უნარიან კადრებზე, ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებასა და ეკოსისტემის განვითარებაზე.

„უნდა გავაცნობიეროთ შემდეგი ფაქტორი, რომ როდესაც კონკურენციაში შევდივართ საერთაშორისო მასშტაბით, ანუ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, მაგალითისთვის როგორიც არის ინდოეთი, რომელიც მასიურად მიმწოდებელი არის ტალანტების.

ჩვენი ნიშა არის, რომ მაღალკვალიფიციური ტალანტები მივაწოდოთ საერთაშორისო ბაზარს და იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიებში არიან. ანუ ჩვენი ნიშა უნდა დავიჭიროთ და შევინარჩუნოთ, და ამისათვის საჭიროა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ადგილობრივი მუშახელი, უფრო მეტი კვალიფიკაცია მივაწოდოთ და ასევე, გარდა იმ საერთაშორისო კომპანიებისა, ანუ უნდა წამოიზარდონ ქართული სტარტაპები. როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, ასე ცალკე მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებს არ ვუყურებთ, ეს მთლიანი ეკოსისტემაა. და სწორედ ამიტომ ძალიან კარგი ცვლილება შევიდა სტარტაპების მიმართულებით, რომელიც იყო სტარტაპების სტატუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს უკვე ქართულ სტარტაპებს საგადასახადო შეღავათით ისარგებლონ და გაიზარდონ და გარკვეულ ეტაპს მიაღწიონ. და რატომ? იმიტომ რომ იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისი თავი საერთაშორისო რუკაზე, საჭიროა ე.წ. იუნიქორნი (Unicorn). ანუ დღეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიური სექტორის ზრდაზე, ეს ძირითადად არის ეგრეთ წოდებული აუთსორსინგი, ანუ ექსპორტი გადის, თუმცა ეს ინტელექტუალური საკუთრება და ასე შემდეგ საქართველოში არ რჩება. იმისათვის, რომ ეს სექტორი სხვა ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ეგრეთ წოდებული იუნიქორნი. მაგალითისთვის, როგორც ესტონეთს Skype ჰქონდა და ასე შემდეგ. ანუ რომელიღაცა სტარტაპმა უნდა მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას და მილიარდიანი  შეფასება ჰქონდეს, მიაღწიოს ამ შეფასებას და ამის შემდგომ კიდევ უკვე ეს სხვა ეტაპზე გადავალთ. როცა ვსაუბრობთ სხვა ეტაპზე, ჩვენი კომპანიების, სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სექტორის მიზანი და ამოცანა არის, რომ საქართველო იყოს ტექნოლოგიური ჰაბი. და ამის განმარტება ხუთი წლის წინ და ორი წლის წინ, ან თუნდაც ერთი წლის წინ სხვა იყო. როცა ჩვენ ამ ციფრულ ჰაბზე ვსაუბრობდით, იქ იყო ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა, ვთქვათ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინტერნეტის გაყვანა და ასე შემდეგ. დღეს უკვე ეს აღარაა საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ერაში და დღეს უკვე სხვა ნაბიჯებია ჩვენგან საჭირო იმისათვის, რომ ხვალ ის მოლოდინები შევავსოთ, რაც ამ ცვლილებებმა განაპირობეს ზოგადად ტექნოლოგიურ სექტორში“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „აღმაშენებელი" - ხელნაკეთი ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქცია, რომელიც თამაშითა და შემოქმედებით აცნობს მომხმარებელს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას

15.06.2026.14:00

„აღმაშენებელი“ ქართული თემატიკის ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქციების ბრენდია, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის თამაშისა და შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაა. ბრენდის კონცეფციის, განვითარების გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „აღმაშენებლის“ დამფუძნებელს თამარ ნაჭყებიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

„აღმაშენებლის" პროექტზე მუშაობა მე და ჩემმა ძმამ ერთად დავიწყეთ. იდეის ავტორი თავდაპირველად ოთო იყო, ხოლო მე შეიძლება ითქვას, რომ მის ჩანაფიქრს "ფრთები შევასხი" და იდეის რეალიზებაში აქტიურად ჩავერთე. ურთიერთმხარდაჭერითა და ერთობლივი შრომით პირველი პროდუქტი 2024 წელს შევქმენით და ბაზარზე გამოვიტანეთ.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს ქართული თემატიკის ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქციების შექმნას. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართული კოშკების 5 განსხვავებულ მოდელს.

პროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდანვე გავაღვივოთ ინტერესი საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ. „აღმაშენებელი" შემოქმედებითი პროცესის საშუალებით ხელს უწყობს პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას და ახალ თაობას სიმბოლურად ქვეყნის მომავალ აღმაშენებლებად ზრდის.

რა პროდუქტებს მოიცავს ამჟამად თქვენი ასორტიმენტი და როგორ ხედავთ მის განვითარებას/გაფართოებას?

ამჟამად, კომპანია აწარმოებს ქართული კოშკების 5 განსხვავებული მოდელს - ვაშლოვანი, სვანური, ერწო და ლებაისკარი. თითოეული მათგანი ხელნაკეთი ასაწყობი და გასაფერადებელი კონსტრუქციაა, რომელიც შემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ დეკორატიულ სუვენირადაც შეიძლება გამოიყენებოდეს.

პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ქართული სოფლის სახლების სერიის დამატებას, რაც მომხმარებლებს საქართველოს ტრადიციული არქიტექტურის კიდევ უფრო მრავალფეროვან ნიმუშებს გააცნობს. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ყველა კუთხიდან მინიმუმ ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის მოდელის შექმნა. გვინდა, მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, ეტაპობრივად შეაგროვონ ქვეყნის კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური კოლექცია და ამავდროულად უკეთ გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიასა და ტრადიციებს.

რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ეკო-მეგობრული სათამაშოების ბაზარზე?

„აღმაშენებლის" მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური კონცეფციაა. ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ეკო მეგობრული სათამაშო არ არის - ის აერთიანებს შემოქმედებით, საგანმანათლებლო და კულტურულ ფუნქციებს.

კონსტრუქციის აწყობისა და გაფერადების პროცესი ხელს უწყობს ბავშვებში მოტორიკის, კონცენტრაციის, სივრცითი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ამავდროულად, როგორც ბავშვები, ისე უფროსები უფრო ახლოს ეცნობიან საქართველოს ისტორიულ არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

ვფიქრობთ, „აღმაშენებლის" განსაკუთრებული ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თამაშს, შემოქმედებით პროცესსა და ისტორიის გაცნობას ერთ პროდუქტში აერთიანებს. შედეგად, მომხმარებელი არა მხოლოდ სასიამოვნოდ ატარებს დროს, არამედ ცოდნასაც იღებს და ეცნობა საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

⁠რას წარმოადგენს კომპანიის სამომავლო გეგმები - ახალი პროდუქტები, ბაზრის გაფართოება თუ სხვა მიმართულებები?

ჩვენი მთავარი მიზანია „აღმაშენებლის" ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების მოდელების შექმნა.

ასევე, ჩვენი მიზანია, პროექტი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისა და ტურისტებისთვისაც. სწორედ ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი, შემოქმედებითი და დეკორატიული.

ჩვენი ხედვაა, „აღმაშენებელი" ჩამოყალიბდეს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ბრენდად, რომელიც საქართველოს ისტორიას, არქიტექტურასა და ტრადიციებს თამაშისა და შემოქმედებითი გამოცდილების საშუალებით გააცნობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა