ჩვენი ნიშა განსაკუთრებული დღეებისთვის განკუთვნლი სამოსია - Bicocca Baby Boutique
Bicocca Baby Boutique არის იტალიური საბავშვო ბუტიკი, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმელს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ხელმძღვანელს თეონა ჩიხლაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Bicocca გახლავთ იტალიური საბავშვო ბუტიკი, რომელიც ქართულ ბაზარზე 12 წლის ისტორიას ითვლის. იგი 2013 წელს დააარსა ქართული წარმოშობის მქონე იტალიელმა ქალბატონმა, რომელსაც სურდა, რომ ქართველი მშობლებისა და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო იმ ხარისხისა და სტილის პროდუქცია, რომელსაც თავად ყიდულობდა მილანში. „ბიკოკა“ იქცა ასევე ერთგვარ პიონერად ჩვილი ბავშვების ბუტიკურ ნიშაში. ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო იმ დროისთვის მეტად განსხვავებული ევროპული სტილი - ჩვილი ბავშვების სადღესასწაულო სამოსი, რომელიც არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხით, არამედ გამორჩეული სტილით, ნამდვილ პრინცებად და პრინცესებად აქცევს თითოეულ პატარას.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ქართულ ბაზარზე ოპერირების 12 წლიან პერიოდში „ბიკოკას“ ჩამოუყალიბდა მყარი პარტნიორობა ევროპის ისეთ წამყვან ბრენდებთან, რომლებიც წარმოდგენილია მსოფლიოს საუკეთესო ბუტიკებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "ბიკოკაში" წარმოდგენილი ბრენდები არა მხოლოდ რეგისტრირებულნი იყვნენ ევროპაში, არამედ მთელი საწარმოო პროცესიც ევროპაში ხორციელდებოდეს (მოგეხსენებათ, უმრავლეს უმსხვილეს კომპანიებსაც კი საწარმოო პროცესი გადატანილი აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში). ამიტომ ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ „ბიკოკაში“ წარმოდგენილი თითქმის ყველა ბრენდი არის 100% ევროპული ხარისხით, დიზაინით, წარმოებით. უფრო მეტიც, „ბიკოკაში“ წარმოდგენილი ბრენდების უმრავლესობა წარმოადგენს საოჯახო ბიზნესების წარმატებულ მაგალითებს, სადაც უმაღლესი ხარისხის საბავშვო სამოსის შექმნის ტრადიცია და სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ბრენდების უმეტესობა არის ეკომეგობრული წარმოება. ამ ბრენდებმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელეს საწარმოო პროცესის გადახალისებაში, რათა გარემოსთვის მინიმალური ზიანი მიეყენებინათ.

„ბიკოკა“ 12 წელია ახალ კოლექციებს არჩევს მსოფლიოში ყველაზე დიდ და პრესტიჟულ საბავშვო მოდის გამოფენებზე ფლორენციაში, მადრიდში, ვალენსიასა და პარიზში. ამ ეტაპზე „ბიკოკაში“ წარმოდგენილია იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული, ნორვეგიული პრემიუმ და ლუქს კატეგორიის ბუტიკური ბრენდების უახლესი, 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია: Patachou, Mebi, Ambaraba Italy, Sardon, Baby Fashion, Leon Shoes, Escada, Prinsessfin, Siena.

2025 წლის სეზონს საინტერესო სიახლით შევხვდით, პირველად საქართველოში მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდის ESCADA-ს საბავშვო კოლექცია სწორედ „ბიკოკაშია“ წარმოდგენილი.
ასევე სიახლეა ნორვეგიული ბრენდი Prinsessfin, რომლის უმაღლესი ხარისხის კაბები ძალიან შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა და ყველა გოგონასთვის სანატრელ საჩუქრად იქცა. ასევე ხელნაკეთი თმის აქსესუარები და საწოვარას სამაგრები, რომლებიც სვაროვსკის სერტიფიცირებული კრისტალებით არის გაფორმებული.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
გვიხარია და გვეამაყება, რომ „ბიკოკას“ ჰყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი და უკვე არაერთი თაობა გაიზარდა ჩვენი ბრენდის სამოსით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ორიენტირებულები ვართ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზეც.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბიკოკას“ აქვს თავისი ხასიათი და სტილი. ჩვენი სამოსი ყველა პატარას პრინცად და პრინცესად აქცევს. თუ გსურთ გამორჩეული სტილის, ექსკლუზიური დიზაინის, ექსკლუზიური ბრენდების, უახლესი კოლექციები, ნამდვილი ევროპული ხარისხით, „ბიკოკა“ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

ჩვენი ნიშა განკუთვნილია განსაკუთრებული დღეებისთვის. მაგალითად: ნათლობა, დაბადების დღები და სხვა დღესასწაულები.
თუ გამორჩეული საჩუქარი გსურთ ახალშობილისთვის და ბავშვისთვის „ბიკოკა“ ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეძლებთ განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევას, რომლითაც ყველა გემოვნების მქონე ადამიანსაც კი გაახარებთ.
„ბიკოკა“ მომხმარებელს სთავაზობს ქარგვის მომსახურებასაც. შეგვიძლია მოვქარგოთ ბავშვის სახელი, ინიციალები ან რაიმე სიმბოლური ნიშანი, როგორც ნათლობის სამოსზე, ასევე წინსაფრებზე, პირსახოცებზე და სხვა აქსესუარებზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
განვითარების ამ ეტაპზე „ბიკოკა“ ორიენტირებულია მაქსიმალურად ახლოს მივიდეს მომხმარებელთან. ვმუშაობთ ონლაინ მაღაზიის ფორმატზე, რომ მაქსიმალურად სწრაფად და იოლად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქციის დისტანციურად შერჩევისა და შეძენის განხორციელება.
გვინდა, რომ „ბიკოკა“ წარმოდგენილი იყოს სავაჭრო მოლებშიც, რათა მომხმარებელს დავხვდეთ სწორედ იქ, სადაც ახალი შენაძენის განზრახვით არის მისული. ასევე მომხმარებლის დიდი მოთხოვნით ვგეგმავთ ასაკობრივი ზღვარის გაზრდას. თუ აქამდე „ბიკოკაში“ წარმოდგენილი იყო საბავშვო სამოსი და აქსესუარები 0-დან 5 წლამდე, მომავალი კოლექციები უკვე 12 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი.
ცნობისთვის, ბუტიკი ქალაქ თბილისში, ირაკლი აბაშიძის 46 ნომერში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.