ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და აქვს EN71 სერტიფიკატი - Kids Spot
„ქიდს სპოტი“ განმავითარებელი, ეკო-მეგობრული სათამაშოების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თეა თაბაგარს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ქიდს სპოტის შექმნის იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გაჩნდა ვიწრო, მეგობრების წრეში. მთავარი ინსპირაცია რა თქმა უნდა ბავშვები იყვნენ. მეგობრები აზრს ვუცვლიდით ერთმანეთს როგორი რთული იყო ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევა და რამდენად უხარისხო, ხშირ შემთხვევაში კი ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები იყიდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი, განმავითარებელი სათამაშოების დეფიციტი იყო სწორედ ის, რამაც გაგვიჩინა იდეა თავად გაგვეკეთებინა პლატფორმა, სადაც მშობელს შესაძლებლობა ექნებოდა ხარისხიანი და თან განმავითარებელი სათამაშოები შეეძინა.
შევქმენით ონლაინ პლატფორმა www.kidsspot.ge, სადაც მშობლებს შესაძლებლობა მივეცით ასაკის მიხედვით შეარჩიონ და შეიძინონ სათამაშოები. ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის დარწმუნებულები უნდა იყვნენ პროდუქციის ხარისხში, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობთ რომ მხოლოდ საუკეთესო ხარისხი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ჩვენი ყველა სათამაშო გათვლილია ევროპული ბაზრისთვის, დამზადებულია ძალიან მაღალი სტანდარტით და ბუნებრივია აქვს EN71 სერტიფიკატი.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ მომენტისათვის 100-ზე მეტი სახეობის სათამაშო გვაქვს პლატფორმაზე წარმოდგენილი სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის, დაწყებული 0 თვიდან სკოლამდელი ასაკის ჩათვლით. ჩვენი სათამაშოები არამხოლოდ ვიზუალითა და ხარისხით, არამედ ფუნქციონალითაც გამოირჩევა. სათამაშოების უმეტესობა შექმნილია მონტესორის მეთოდზე დაყრდნობით. ეს მეთოდი პატარას ადრეული ასაკიდან ავითარებს. თამაშ-თამაშით პატარებს უვითარდებათ მოტორიკა, კოორდინაცია, ლოგიკური აზროვნების უნარი, ფანტაზია და კომუნიკაციის უნარებიც კი. ყველა პატარა ერთნაირი ტემპით არ ვითარდება, ამ მეთოდით შექმნილი სათამაშოები კი აძლევთ მათ შესაძლებლობას თამაშით შეძლონ უნარების ფორმირება.
მომხმარებლებს ვთავაზობთ სასაჩუქრე ყუთს, რომელიც ბავშვის ასაკის შესაბამისი ისეთი სათამაშოებითაა დაკომპლექტებული, რომელიც ხელს შუწყობს ბავშვის ადრეული ასაკიდან განვითარებას, ასეთი სასაჩუქრე ყუთები გვაქვს 0 თვიდან.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მონტესორის მეთოდი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საქართველოში და შესაბამისად ამ მეთოდით დამზადებულ სათამაშოებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა ჯერ კიდევ მხოლოდ ვიზუალურად აფასებს სათამაშოს და არ აღიქვამს როგორც ბავშვის განვითარების ინსტრუმენს. ჩვენი სოციალური ქსელებით ვცდილობთ ცნობიერების ამაღლებას, ვაცნობთ მშობლებს სხვადასხვა სათამაშოს და ვუზიარებთ მეთოდებს, რომლითაც შეუძლიათ თამაშით განავითარონ პატარა, მიაჩვიონ პირად ჰიგიენას, ორგანიზებასა და მოთმინების უნარის გამომუშავებას.
ბაზარზე არსებულმა უცხოურმა ონლაინ პლატფორმებმა ბევრი მომხმარებელი შეიყვანა შეცდომაში. მომხმარებელს აქვს აღქმა, რომ ყველა ხის სათამაშო ეკო-მეგობრულია, თუმცა ეს არ წარმოადგენს სინამდვილეს. ხშირ შემთხვევაში საღებავი, რომლითაც დაფარულია დაბალფასიანი ხის სათამაშოები, შეიცავს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს, რომელიც პირდაპირ პატარას სხეულში ხვდება. ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს წყლის ბაზაზე დამზადებული, საღებავით დაფარული სათამაშოები შესთავაზოს მშობლებს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება პატარას ჯანმრთელობისთვის.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ვებგვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შეარჩიოს სათამაშოები, გვაქვს საკმაოდ სწრაფი მიტანის სერვისი, თბილისის მასშტაბით 1 სამუშაო დღეში მიგვაქვს შეკვეთა მომხმარებელთან.
„ქიდს სპოტი“ არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია, სადაც სათამაშოს შეძენაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ „ქიდს სპოტი“ კომერციული ბიზნესია, ჩვენი მისია და ხედვა განსხვავებულია. ჩვენი მიზანია ვიყოთ ის პლატფორმა, რომელიც ყოველთვის დაეხმარება მშობლებს, გაუწევს კონსულტაციას და ბავშვის ინტერესებისა და ასაკის მიხედვით შეარჩევინებს ზუსტად იმ სათამაშოს, რომელიც ბავშვისთვის იქნება უსაფრთხო, სახალისო და რაც მთავარია სასარგებლო. იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არ არის რაც „ქიდს სპოტი“ ბაზარზე ოპერირებს, უკვე გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომელთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ბევრს ვმუშაობთ რომ რაც შეიძლება საუკეთესო ხარისხის სათამაშოები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მაქსიმალურად გავზარდოთ ასორტიმენტი. სათამაშოებს ვეძებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სათითაოდ ვარჩევთ თითოეულ მომწოდებელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა დეტალია - საღებავის შემადგენლობიდან დაწყებული, ფუნქციონალით დამთავრებული. ჩვენი აბსოლუტურად ყველა სათამაშო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და აქვს EN71 სერტიფიკატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ქიდს სპოტი“ არის და ყოველთვის იქნება პლატფორმა, სადაც ყოველთვის საუკეთესო და უსაფრთხო საბავშვო ნივთების შეძენას შეძლებს მომხმარებელი.
ცნობისთვის, სათამაშოების შეძენა შესაძლებელია, როგორც ვებგვერდზე www.kidsspot.ge, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. კონსულტაციის მიღება კი მომხმარებელს შეუძლია ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.