დავნერგეთ სისტემა, რომელიც კომპანიის შიგნით კადრს განვითარების შესაძლებლობას აძლევს - „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი
კადრების დეფიციტი ჩვენთან მძაფრია, რადგანაც არ არსებობს მომიჯნავე სექტორები, - ამბობს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. რატი ღოლიჯაშვილი განცხადებით, საქართველოში ბიოტექნოლოგიური სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიებს ხშირად უწევთ კადრების გადამზადებასა და შიდა პროფესიული კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა.
მისი თქმით, კომპანიაში დაახლოებით 80 თანამშრომელია დასაქმებული და რეგულარულად ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გადამზადების პროგრამები.
ღოლიჯაშვილის განმარტებით, შიდა სისტემის ფარგლებში თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა განვითარდნენ საინჟინრო, ფარმაცევტული ხარისხის, წარმოებისა და ფაგური ტექნოლოგიების მიმართულებებით, რაც კომპანიის ნიშური ცოდნის გადაცემასა და განვითარებას უზრუნველყოფს.
„ბიოტექნოლოგია ფართო გაგება და დიდი სექტორია. ეს არის ერთ-ერთი ნიშა, რომელშიც კონკურენტული უპირატესობა გვაქვს. თუმცა, გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მთელ გუნდს დღეს კომპანიაში 80-მდე ადამიანი მუშაობს. ჩვენ ხშირად გვიწევს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადების პროგრამების ორგანიზება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ჩვენით დავნერგეთ სისტემა, რომელიც კომპანიის შიგნით კადრს განვითარების შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა საინჟინრო, ფარმაცევტული ხარისხის, წარმოების, ტექნოლოგიებისა და ფაგების ტექნოლოგიის მიმართულებით. ეს პრობლემური საკითხია, თუმცა თავი გავართვით საერთაშორისო ჩართულობით, ადგილზე ტრენინგებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით. ვცდილობთ, ავიყვანოთ კარგი სასტარტო პოზიციის მქონე პროფესიონალები და, შესაბამისად, შემდეგ მათ ჩვენს ნიშურ ნოუ-ჰაუს ვასწავლით“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
სხვა სიახლეები
მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - გოჩა კამკია
05.09.2026.23:19
მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - აღნიშნულის შესახებ გოჩა კამკიამ, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.