ჩვენს პროდუქციაზე გერმანიისა და პოლონეთის ბაზრებზე ინტერესი გაჩნდა - „ხახაბო“
საქართველოში დამზადებული ,,ხახაბოს" უნიკალური სახეობის მცენარეული ზეთები შესაძლოა, მალე ექსპორტზე გავიდეს, - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელი, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს.
„ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
„მსგავსი პროდუქტი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს. ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ზეთების შეძენა შეიძლება. ჩვენი პროდუქციის გამოიყენება შეიძლება არა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, არამედ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში.
პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება. სამკურნალო დანიშნულებით წარმოებაშია 7 სახეობის ზეთი: სელი, გოგრა, ჩია, სეზამი, ნიგოზი, ნუში და შავი კვლიავი“, - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, იგეგმება ექსპორტზე გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
„ინტერესი არის გერმანიისა და პოლონეთის ბაზრებზე. ერთად-ერთი რაც გვაფერხებს, არის წარმადობის მოცულობა, რისთვისაც დამატებითი ინვესტიცია გვჭირდება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და თანხის ნაწილი მოზიდული გვაქვს“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ ,,ხახაბოს" განვითარების 5-წლიანი ბიზნეს გეგმა აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება. ქარხნის მშენებლობითა და საწარმოო ხაზის განვითარებით „ხახაბოს" 150 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს.
სხვა სიახლეები
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
14.07.2026.17:10
დღეიდან, 14 ივლისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ფრენებს ატირაუ - ბათუმი - ატირაუს მიმართულებით შეასრულებს. ავიერეისები 25 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისებს ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და Scat Airlines-ი ასრულებენ. ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 57 სიხშირემდე გაიზრდება.