მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპისთვის კვალიფიციური მუშახელის სიმცირეა - "მელაანური ჩაი" არსებულ გამოწვევებზე

news image
mbc image

„მელაანური ჩაი - ს“ დამფუძნებელი Business Insider Georgia -თან კომპანიის გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია ბიო პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე აღსანიშნავია მუშა ხელის სიმცირეც.

„ყველაზე დიდი გამოწევვა ამ ეტაპისთვის ჩვენს შემთხვევაში არის მუშა ხელის სიმცირე.  გვინდა რომ ნელ-ნელა გავიზარდოთ და ყოველწლიურად მეტი და მეტი ნედლეული შევაგროვოთ. შეგროვების პროცესში საკმაოდ დიდი პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. ამ კუთიხთ, ძალიან რთული სიტუაციაა. მითუმეტეს, ძალიან მოკლე ვადიანი პერიოდი გვაქვს ჩვენ შეგროვების. მაგალითად, ველური ვარდი  ორი კვირის განმავლობაშია მხოლოდ  ხელმისაწვდომი  და შესაბამისად ამ პერიოდში მაქსიმალური მობილიაზაცია გვაქვს,  რომ ბევრი ეკო შემგროვებელი გვყავდეს. ამასთან, სანთლით არის საძებნი დამხმარე პერსონალი სოფლებში. მოსახლეობის ცნობიერებაც ჩვენთან, ბიო-პროდუქტებთან მიმართებაში ნელ-ნელა კი იზრდება და უფრო მეტად გაცნობიერებული ხდება ჩვენი მომხმარებელი, მაგრამ ბაზრის წილი და სეგმენტი იმხელა არ არის როგორც სტანდარტული. მაგალითად, რატომ უნდა გადაიხადოს პირობითად 25 ან 20 ლარი ჩვენს ჩაიში და არ შეიძინოს ინდუსტრიული ჩაი, რომელიც ღირს 5 ლარი. ჯერ ამის აღქმა როგორც წესი ცოტა ურთულდებათ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი მუდმივი მომხმარებელი გვყავს, რომელთა რაოდენობაც მზარდია“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოკლე პერიოდში ასორტიმენტს ცაცხვის ყვავილიც დაემატება.

„2024 წელი გაყიდვების კუთხით საკმაოდ ნორმალური, სტაბილური წელი იყო. ვგეგმავთ, ასორტიმენტის გაზრდას  და დამატებით კიდევ  ერთი ჩაის სახეობის დამატებას, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე. ველური კომში გვექნება, რა თქმა უნდა, უკვე მოკლე პერიოდში და ასევე, გვინდა რომ დავამატოთ ცაცხვის ყვავილიც იმიტომ რომ ხშირად ითხოვს მომხმარებელი. რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენ დაწყებული გვაქვს  სერტიფიცირების პროცესი. ბიო - სერტიფიცირება გვინდა, რომ მოგვენიჭოს ოფიციალურად“, - ამბობს თეონა თაბორიძე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა