მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში - სოსო ფხაკაძე

news image
mbc image

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა, მხარეებმა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, სექტორის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სტუმრებსა და მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და BAG ინდექსის მონაცემები გააცნო. მისი შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის დინამიური განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია:

„ასეთი რანგის სტუმრის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. მით უმეტეს, ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში. BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა.” - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა

18.09.2026.17:04

„თეგეტა მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ საავტომობილო ნარჩენების შეგროვების მასშტაბური აქცია ამჯერად ზუგდიდში გამართეს. კამპანიის „არ გადაყარო, ჩააბარე“ ფარგლებში, მოსახლეობამ და ადგილობრივმა ბიზნესმა მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთი ჩააბარა. სანაცვლოდ კი მონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღონისძიება ზუგდიდის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ზონაში მოეწყო, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც სამომავლოდ „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი გაიხსნება.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ზუგდიდი შემთხვევით არ აგვირჩევია - ეს სამეგრელოს რეგიონული ცენტრია, სადაც კომპანიების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი. გვინდოდა, რეგიონულ დონეზე როგორც ბიზნესს, ისე მუნიციპალიტეტსა და საჯარო დაწესებულებებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ იმაზე, თუ რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და როგორ უნდა მართონ სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები. მეორადი ზეთი და აკუმულატორი ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებისთვის განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენებია - მათი არასწორი მართვა პირდაპირ იწვევს მავნე ნივთიერებების გარემოში მოხვედრას, საბურავის უკანონო დაწვა კი თანაბრად საზიანოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. კანონის მოთხოვნების შესრულების გარდა, გარემოს დაცვა ყველა ჩვენგანის მორალური პასუხისმგებლობაცაა“.

აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

კამპანიამ „არ გადაყარო, ჩააბარე“ მასშტაბური სახე მიიღო, დღემდე უკვე ხუთი ეტაპი გაიმართა - ორჯერ თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ახლა უკვე ზუგდიდში. ჯამში, კამპანიაში 200-მდე მოქალაქე ჩაერთო, შეგროვდა 2 000-მდე საბურავი, 300 კილოგრამი აკუმულატორი და 520 ლიტრი მეორადი ზეთი. შეგროვებული ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისთვის იგზავნება: მეორადი ზეთი - ექსპორტზე, აკუმულატორები - აკუმულატორების გადამმუშავებელ ქარხანაში, საბურავები კი - საბურავების გადამმუშავებელ ქარხანა „რექსოლში“.

მარიამ ჯაფარიძე. „თეგეტა ჰოლდინგის“ CRS კოორდინატორი: „გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების მართვა ჩვენი ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია და კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. „არ გადაყარო, ჩააბარე" სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვის ნაწილია - კამპანია მოქალაქეებსა და ჩვენს მომხმარებლებს მოუწოდებს, ჩვენთან ერთად, გახდნენ გარემოზე ზრუნვის ინიციატორები. შედეგს ციფრებშიც ვხედავთ და დამოკიდებულებაშიც: მოქალაქეები უკვე თავად გვატყობინებენ, სად არის ბუნებაში უკანონოდ დაყრილი საბურავები, ჩვენ კი საკუთარი რესურსით მივდივართ და ვაგროვებთ მათ. ეს ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ცნობიერება იზრდება“.

ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები „თეგეტა გრინ პლანეტის“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის, საქმიანობის განუყოფელი ნაწილია - ამ მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფთან ყოველთვიურად იმართება შეხვედრები.

„არ გადაყარო, ჩააბარე“ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის მიზანია მეორადი საავტომობილო ნარჩენების სწორად მართვისა და გადამუშავების ხელშეწყობა. ინიციატივა ემსახურება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას. საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება მხოლოდ ერთჯერადი აქტივობებით არ შემოიფარგლება - მეორადი საბურავის, აკუმულატორისა და ზეთის ჩაბარება მთელი საქართველოს მასშტაბით მუდმივად შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ შეგროვების პუნქტებში.

გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება ათასობით ტონა საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია — არ გადაყარო, ჩააბარე და მომხმარებლების მიერ ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა