ჩვენთვის საკმაოდ საამაყო და საპასუხისმგებლოა სიონის პროექტი - ზაზა ფაჩულია
ჩვენთვის საკმაოდ საამაყო და საპასუხისმგებლოა სიონის პროექტი. ეს ინვესტორებისთვის არის კაპიტალდაბანდება და ბიზნესი, მაგრამ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანაში, - ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. .
მისი თქმით, კონკურენცია დიდია ტურიზმში, განსაკუთრებით კი სამხრეტ კავკასიის რეგიონში.
„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმარს, მომხმარებელს შესთავაზო ძალიან მაღალი დონის როგორც ინფრასტრუქტურა ისე სერვისი. ამიტომ არის ზუსტად საპასუხისმგებლო, მაგრამ ჩვენ, ამ პროექტის პარტნიორებს გვჯერა, რომ ამას შევძლებთ და ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.
სიონი მდებარეობს ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ულამაზესი ხედი, ბუნება, კურორტი თბილისთან ძალიან ახლოს. ასევე ძალიან ბევრი პლუსი აქვს, იმასთან ერთად, რომ სტუმარი ჩამოვა და კარგი მოგონებებით დაბრუნდება დედაქალაქში“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი სიონის ტბასთან ელიტარულ დასასვენებელ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს პროექტს ახორციელებს.
Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი. აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.