მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.7
0.0045
flag
AZN 1.5677
-0.0004
flag
CNY 39.334
-0.0034
flag
EUR 3.0996
0.0036
flag
GBP 3.5819
-0.0024
flag
KZT 54.92
0.0032
flag
TRY 0.058
0
flag
USD 2.6647
-0.0006
news banner

Coca-Cola Bottlers Georgia - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია

news image
mbc image

2-6 ივნისს ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. გახსნის საზეიმო ცერემონია 2 ივნისს ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება. ფესტივალის მთავარი პარტნიორი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა”. კომპანია, ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი პარტნიორი ორი ფლაგმანი - Coca-Cola და წყალი „მთის“ - ბრენდებით გახდა. სპორტის მხარდაჭერა, ახალგაზრდა თაობის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა - სწორედ ამ ღირებულებებს აერთიანებს კომპანია და ამ გზავნილებით უერთდება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ სპორტულ პროექტს.

კოკა-კოლას საქართველოში სპორტის განვითარებისა და მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს. კომპანიას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაში.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. 2026 წლის 2-6 ივნისს სპორტული შეჯიბრებები ფესტივალის ფინალური, მესამე ეტაპია, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდა სპორტსმენებს გააერთიანებს.

შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში გაიმართება, მათ შორისაა - ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო და ხელბურთი.

ფესტივალში 14-17 წლის 1200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოს 12 რეგიონიდან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

ფესტივალის დახურვის ცერემონიასაც 5 ივნისს ზღვისპირა ქალაქი და ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს. ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მთავარი პრიზი კი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც საერთო შედეგს ქულათა ჯამური მაჩვენებლით აჩვენებს.

Coca-Cola Bottlers Georgia-სთვის სპორტი ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ძალაა. კომპანია მხარს უჭერს სპორტის სხვადასხვა სახეობას და მიიჩნევს, რომ სპორტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, დაიჯერონ საკუთარი თავის და წარმატებას მიაღწიონ. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ამ იდეას ემსახურება - სპორტის მასობრიობის ზრდას, ახალგაზრდა ტალანტებისა და მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, რეგიონული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, კონკურენტუნარიან და მულტიდისციპლინარულ საპროექტო კომპანიად ჩამოვყალიბდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე - teamtwo - Architects & Engineers

05.06.2026.12:00

teamtwo - Architects & Engineers არქიტექტორებისა არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე პროექტებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარების სტრატეგიაზე Business Insider Georgia-ს teamtwo-ს თანადამფუძნებელი და არქიტექტორი, შოთა საგანელიძე ესაუბრა.

რა მთავარი სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე კომპანიაში, თუ დაგემატათ ახალი პროექტები, პარტნიორობები ან მიმართულებები?

teamtwo-სთვის წელს მთავარ სიახლეს წარმოადგენს უფრო კომპლექსური და განსხვავებული ტიპოლოგიების პროექტირებაზე გადასვლა. გავიმარჯვეთ თელავის საცურაო აუზის კონკურსში, სადაც 15 საპროექტო კომპანიიდან შეგვარჩიეს. ასევე გავიმარჯვეთ სამი საბავშვო ბაღის კონკურსში, რაც საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სივრცეების პროექტირების კუთხით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის რობოტების საწარმოზე, სადაც დამკვეთის მოთხოვნით EDGE სერტიფიცირებაც არის გათვალისწინებული. ასევე მიმდინარეა McDonald’s-ის ახალი flagship რესტორნის პროექტი, რომლის დეტალებს ამ ეტაპზე სრულად ვერ ვასაჯაროებთ, თუმცა ეს იქნება კონცეპტუალურად გამორჩეული ობიექტი.

პროგრესი გვაქვს საერთაშორისო მიმართულებითაც: UNDP-ის პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ გერმანიის ბაზრის კვლევა, ვიყავით Architect@Work Düsseldorf-ზე, ხოლო Architecture Trampoline-ის პროგრამაში 21 კომპანიას შორის გამარჯვების შედეგად შემოდგომაზე პროფესიული ვიზიტით მივემგზავრებით ტალინში.

არქიტექტურისა და ინჟინერიის სფეროში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიები და AI-ინტეგრაცია - როგორ იცვლება ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი და მომხმარებლის მოთხოვნები?

არქიტექტურასა და ინჟინერიაში ტექნოლოგიები უკვე დამატებითი ინსტრუმენტი კი არა სამუშაო პროცესის აუცილებელი ნაწილია. დამკვეთები დღეს უფრო სწრაფ, ზუსტ და კონტროლირებად პროცესს ელიან.

teamtwo-ში ძირითადი საფუძველი კვლავ BIM-პროცესია, სადაც არქიტექტურა, კონსტრუქცია და საინჟინრო სისტემები ერთიან მოდელში კოორდინირდება. ეს ამცირებს შესრულების დროს, შეცდომებს და პროექტს უფრო რეალისტურს ხდის სამშენებლო ეტაპისთვის.

AI-ს ამ ეტაპზე ვიყენებთ უფრო კვლევის, იდეების გენერირების, ანალიზისა და ვიზუალური კომუნიკაციის დასაჩქარებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ AI არ ცვლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არქიტექტორისა და ინჟინრის კომპეტენციაზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო პროექტებზემუშაობის გამოცდილება teamtwo-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა - როგორია დღეს უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა ქართული Architectural & Engineering სერვისების მიმართ?

უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ ის არ არის მარტივად მისაღები. მხოლოდ დაბალი ფასი აღარ არის საკმარისი. საჭიროა სტანდარტების ცოდნა, პროცესის მართვა, ხარისხიანი დოკუმენტაცია და სანდო კომუნიკაცია. teamtwo-ს უპირატესობა არის ის, რომ გვაქვს ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და კარგად ვიცნობთ IBC სტანდარტებს. ახლა ჩვენი ფოკუსი უფრო მეტად ევროპულ ბაზარზე არის მიმართული, სადაც Eurocode-ების, ადგილობრივი რეგულაციების და სამუშაო კულტურის სიღრმისეული ცოდნა აუცილებელია.

ჩვენი აზრით, ქართული კომპანიებისთვის რეალური შესაძლებლობას წარმოადგენს არა უბრალოდ დიზაინის, არამედ ტექნიკურად გამართული საპროექტო მომსახურების ექსპორტი - განსაკუთრებით BIM, არქიტექტურის, კონსტრუქციის და კოორდინირებული დოკუმენტაციის მიმართულებით.

როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია მიმდინარე წლისთვის და რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს სამომავლოდ?

მიმდინარე წელს teamtwo-ს სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:

  • პირველი არის მდგრადი არქიტექტურა და ენერგოეფექტურობა. ბაზარი ამ მიმართულებით რეალურად იცვლება და გვინდა, რომ ამ ნაწილში ჩვენი ცოდნა უფრო პრაქტიკული გავხადოთ.
  • მეორეა საერთაშორისო ბაზრებისთვის მომზადება - განსაკუთრებით ევროპული სტანდარტების, Eurocode- ების და სხვადასხვა ბაზრის სამუშაო მოდელების შესწავლა.
  • მესამე მიმართულებაა ინდუსტრიული, მოდულარული და ტექნიკურად რთული შენობების პროექტირება. ეს არის სეგმენტი, სადაც მხოლოდ ვიზუალური არქიტექტურა საკმარისი არ არის; საჭიროა ტექნოლოგიური პროცესის, კონსტრუქციის, ენერგოეფექტურობის და მშენებლობის რეალური ლოგიკის ერთიანად გააზრება. 

ჩვენი მიზანია teamtwo ჩამოყალიბდეს როგორც კონკურენტუნარიანი, მულტიდისციპლინარული საპროექტო კომპანია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა