მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Coca-Cola Bottlers Georgia-ს აშშ-ს ელჩი ესტუმრა

news image
mbc image

საქართველოში აშშ-ს ელჩი Coca-Cola Bottlers Georgia-ს საწარმოს სტუმრობდა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საწარმოში რობინ დანიგანს მასპინძლობა კომპანიის დამგუძნებელმა თემურ ჭყონიამ გაუწია. 

„რამდენიმე დღის წინ, მუხრანის ველზე მდებარე Coca-Cola Bottlers Georgia-ს აშშ-ის ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი და საელჩოს დელეგაცია ესტუმრნენ. ქარხანაში გამართულ ტურს, თემურ ჭყონია მასპინძლობდა, რომელმაც ელჩს ამერიკის სიმბოლოდ წოდებული - Coca-Cola-ს, McDonald's-ისა და განახლებული ქართული ბრენდის, წყალი “მთის” წარმოების სრული პროცესი გააცნო.

ვიზიტის დროს, ამერიკის ელჩი შეეხო Coca-Cola-სა და McDonald's-ის როლს დასავლური პოპ-კულტურის ჩამოყალიბებაში. სიამაყით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ Coca-Cola-სა და McDonald's-ი შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო დასავლური საუკეთესო ბიზნეს-პრაქტიკის დამკვიდრების საქმეში. დღესაც, სწორედ იგივე როლს იკავებს კომპანია, საზოგადოების ცხოვრებაში და ქვეყნის განვითარებაში.

ვიზიტის დროს, ელჩი გაეცნო როგორც ქარხნის ტექნოლოგიებს, ასევე კომპანიის თანამშრომლებსაც, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალიზმით, საქართველოში ნერგავენ სიახლეებს და წარმოების პროცესს მეტად ეფექტიანს ხდიან.

ქალბატონმა რობინ დანიგანმა და ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ულტრათანამედროვედ აღჭურვილი Coca-Cola-ს და წყალი „მთის“ ქარხანის დათვალიერებას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა მომხმარებელს მიეწოდოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

ყურადღება გამახვილდა ორივე კომპანიის (Coca-Cola და McDonald's) ჯამური ინვესტიციის მოცულობაზე და კომპანიების როლზე, საქართველოს ეკონომიკაში. დაარსების დღიდან, საქართველოში ორივე კომპანიამ განახორციელეს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა კი 1 მილიარდ ლარამდეა. 2024 წლის მონაცემებით, ორივე კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტში 300 მილიონ ლარამდე შეიტანს, ასევე ღირსეული ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფს 3500 დასაქმებულს. ქარხანაში გამართული ტურის შემდეგ, ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული ბიზნესი საქართველოში განაგრძნობს, მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ქვეყანის ეკონომიკის განვითარებაში და ასევე ბაზარზე კიდევ უფრო გამორჩეული, სტაბილური და მაღალხარისხიანი იქნება“, - აღნიშნულია Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა