Coca-Cola Bottlers Georgia-ს ორგანიზებით ბათუმმა Cherry Coke Fest-ს უმასპინძლა
12 და 13 აგვისტოს ბათუმის სანაპირო ყველაზე ფერად, მხიარულ და მუსიკით სავსე სივრცედ გადაიქცა.
კოკა-კოლას Cherry Coke Fest-მა, ზაფხულის ნამდვილი თავგადასავალი მოუწყო სტუმრებს. ენერგიული DJ-სეტები, ფოტოსივრცეები და სხვადასხვა აქტივობები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა
სტუმრები მონაწილეობდნენ თამაშებსა და კონკურსებში, აგემოვნებდნენ კოკა-კოლას საზაფხულო კოქტეილებს, ისვენებდნენ და ტკბებოდნენ ზღვის ჰორიზონტით.
ფესტივალის კულმინაცია იყო საღამოს შოუ-პროგრამა, რომელმაც სანაპირო კიდევ უფრო გაბრჭყვიალა და ფერებით აავსო.
ფესტივალის ვიზუალური კონცეფცია შთაგონებული იყო პოპარტის სტილით, ფერადი დეკორაციები და ფოტო ლოკაციები შთამბეჭდავი სთორებისთვის და დაუვიწყარი მოგონებებისთვის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.