Coca-Cola (KO) უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ინვესტორებისთვის დივიდენდს გასცემს
გიზიარებთ ბლოგს: Coca-Cola (KO)-მ 52 კვირის მანძილზე დაფიქსირებულ, აქციების ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და $66,07 შეადგინა. ანალიტიკოსები აქციების მომატებულ ფასს კომპანიის ფინანსური სიჯანსაღისა და ზრდის ნიშნად განიხილავენ. გასული წლის განმავლობაში, Coca-Cola-ს აქციები 4,38%-ით გაიზარდა, რაც ექსპერტების აზრით, ადასტურებს, რომ სასმელების ინდუსტრიაში ის ძლიერი და საიმედო კომპანიაა.
გასულ წელთან შედარებით, Coca-Cola (KO)-მ მეორე კვარტალში ერთ აქციაზე მოგების (EPS) მხრივაც დიდი, 7%-იანი მატება დააფიქსირა. განახლებები კომპანიისთვის დადებით ფინანსურ პერსპექტივას სახავს, რომელმაც ასევე მთლიანი და საოპერაციო მარჟების ძლიერი ზრდა შეძლო, ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადით - $3.3 მილიარდი.
მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა ვალუტის წინააღმდეგობა და ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადის შემცირება მაღალი გადასახადებისა და გაზრდილი კაპიტალური ხარჯების გამო, Coca-Cola (KO) სტაბილური რჩება ზრდის სტიმულირებასა და შემოსავლების გაუმჯობესებაში.
Coca-Cola (KO)-მ არა მხოლოდ 52 კვირიან მაქსიმუმს მიაღწია, არამედ გამოირჩევა შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებლებით და აქციონერებისთვის თანმიმდევრული ანაზღაურებით. კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, რაც ექსპერტების თქმით, მეტყველებს მის უნარზე - შეინარჩუნოს მომგებიანობა ბაზრის რყევების ფონზე.
Coca-Cola (KO)-ს დივიდენდების გაცემის ხანგრძლივი ისტორიაც გამოარჩევს, ის ზედიზედ 54 წელია, მუდმივად მზარდ დივიდენდს გასცემს.
Coca-Cola (KO)-ს აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.