მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Coca-Cola x FIFA World Cup - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე

news image
mbc image

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში (FIFA World Cup 2026) მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმებული სპეციალური საკოლექციო შეფუთვა კოკა-კოლასგან. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლრეს ჯორჯია” საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრებს სპეციალური, ლიმიტირებული გამოშვების კოკა-კოლას საკოლექციო ქილებს - FIFA World Cup 2026 - კამპანიის ფარგლებში სთავაზობს.

სპეციალური გამოშვების კოკა-კოლა კლასიკისა და უშაქრო კოკა-კოლას -  Coca-Cola Classic და Coca-Cola Zero Sugar -   ქილები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმდა.  ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ დროშებს კოკა-კოლა კლასიკის ქილაზე შეხვდებით, პორტუგალიისა და ნიდერლანდების დროშები კი უშაქრო კოკა-კოლას ქილაზე დაგხვდებათ.  

კოკა-კოლას საკოლექციო ქილები ეროვნული დროშებით - გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება და შეფუთვის გამორჩეული დიზაინით, ფეხბურთის საერთაშორისო ზეიმში,  გულშემატკივრების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას  ისახავს მიზნად.  

გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ შეაგროვონ და გააზიარონ სხვადასხვა ქვეყნის დროშებით გაფორმებული ქილები, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ემოციური გამოცდილების ნაწილი, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. 

დროშების დიზაინის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ კოკა-კოლას პროდუქტები საკოლექციო ნივთებად გადაიქცეს, რომლებიც ფეხბურთის ძალით გადმოსცემს ერთიანობისა და საერთო სიხარულის ემოციას.

კოკა-კოლა უკვე საუკუნეზე მეტია მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი არ არის, ის ოპტიმიზმის, გაზიარებული მომენტებისა და ერთად ყოფნის სიმბოლო გახდა, რომელსაც თან მრავალფეროვანი დაუვიწყარი გამოცდილება ახლავს. FIFA World Cup 2026-ის მოლოდინში და მისი მიმდინარეობისას, კომპანია თავისი მისიის შესრულებას გააგრძელებს, რომ გააერთიანოს გულშემატკივრები და კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადოს მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაული, მათ შორის საქართველოში.

კოკა-კოლას ახალი საკოლექციო შეფუთვა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

 

FIFA World Cup 2026 -ის შესახებ

ფეხბურთის ყველაზე დიდი ჩემპიონატი - FIFA World Cup 2026 - 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ჩემპიონატს სამი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა - 16 ქალაქი უმასპინძლებს. 

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბევრი თვალსაზრისით განსაკუთრებულია: ეს იქნება პირველი ტურნირი, რომელსაც სამი ქვეყანა ერთობლივად მასპინძლობს; მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე პირველად მონაწილეობს 48 ეროვნული ნაკრები და ეს შეჯიბრება არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც  2002 წლის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა ერთობლივად მასპინძლობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა