Coca-Cola x FIFA World Cup - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში (FIFA World Cup 2026) მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმებული სპეციალური საკოლექციო შეფუთვა კოკა-კოლასგან. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლრეს ჯორჯია” საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრებს სპეციალური, ლიმიტირებული გამოშვების კოკა-კოლას საკოლექციო ქილებს - FIFA World Cup 2026 - კამპანიის ფარგლებში სთავაზობს.
სპეციალური გამოშვების კოკა-კოლა კლასიკისა და უშაქრო კოკა-კოლას - Coca-Cola Classic და Coca-Cola Zero Sugar - ქილები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმდა. ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ დროშებს კოკა-კოლა კლასიკის ქილაზე შეხვდებით, პორტუგალიისა და ნიდერლანდების დროშები კი უშაქრო კოკა-კოლას ქილაზე დაგხვდებათ.
კოკა-კოლას საკოლექციო ქილები ეროვნული დროშებით - გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება და შეფუთვის გამორჩეული დიზაინით, ფეხბურთის საერთაშორისო ზეიმში, გულშემატკივრების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას ისახავს მიზნად.
გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ შეაგროვონ და გააზიარონ სხვადასხვა ქვეყნის დროშებით გაფორმებული ქილები, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ემოციური გამოცდილების ნაწილი, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს.
დროშების დიზაინის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ კოკა-კოლას პროდუქტები საკოლექციო ნივთებად გადაიქცეს, რომლებიც ფეხბურთის ძალით გადმოსცემს ერთიანობისა და საერთო სიხარულის ემოციას.
კოკა-კოლა უკვე საუკუნეზე მეტია მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი არ არის, ის ოპტიმიზმის, გაზიარებული მომენტებისა და ერთად ყოფნის სიმბოლო გახდა, რომელსაც თან მრავალფეროვანი დაუვიწყარი გამოცდილება ახლავს. FIFA World Cup 2026-ის მოლოდინში და მისი მიმდინარეობისას, კომპანია თავისი მისიის შესრულებას გააგრძელებს, რომ გააერთიანოს გულშემატკივრები და კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადოს მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაული, მათ შორის საქართველოში.
კოკა-კოლას ახალი საკოლექციო შეფუთვა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
FIFA World Cup 2026 -ის შესახებ
ფეხბურთის ყველაზე დიდი ჩემპიონატი - FIFA World Cup 2026 - 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ჩემპიონატს სამი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა - 16 ქალაქი უმასპინძლებს.
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბევრი თვალსაზრისით განსაკუთრებულია: ეს იქნება პირველი ტურნირი, რომელსაც სამი ქვეყანა ერთობლივად მასპინძლობს; მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე პირველად მონაწილეობს 48 ეროვნული ნაკრები და ეს შეჯიბრება არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც 2002 წლის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა ერთობლივად მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.