Coca‑Cola 2024 წლის ფინანსურ შედეგებს 11 თებერვალს გამოაქვეყნებს
Coca‑Cola 2024 წლის ფინანსურ შედეგებს 11 თებერვალს გამოაქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, Coca‑Cola-ს წმინდა შემოსავალი შემცირდა 1%-ით 11,9 მილიარდ დოლარამდე. საოპერაციო მარჟა, 21.2%-მდე შემცირდა წინა წლის ანალოგიური 27.4%-იდან. ხოლო ოპერაციებიდან მიღებული ფულადი ნაკადები $2.9 მილიარდს გაუტოლდა.
ცნობისთვის, 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე 2,1 მილიონზე მეტი მიირთმევს Coca‑Cola-ს სასმელს ყოველდღიურად. კოკა-კოლას კომპანიის მიერ დასაქმებულია 700 000 ადამიანი და 225+ ჩამომსხმელი პარტნიორი ეხმარება კომპანიას საკუთარი ჩვენი გამაგრილებელი სასმელები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მიწოდებაში. 1886 წლის 8 მაისს დოქტორ ჯონ პემბერტონმა ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, ჯეიკობსის აფთიაქში წარადგინა მსოფლიოში პირველი კოკა-კოლა. ამ ერთი საკულტო სასმლით, ჩვენ გადავიქეცით სასმელის მწარმოებელ სრულ კომპანიად.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.