მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-ის მედიალაბმა კონკურსი "იდეადრომი" სტარტაპერებისთვის მეშვიდედ გამოაცხადა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი" უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. კონკურსის წლევანდელ თემას - „პროდუქტიდან სერია - A-მდე" წარმოადგენს და ციფრული მედიის სფეროში, იმ სტარტაპერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელთაც მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) უკვე შექმნეს და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ. კონკურსი მონაწილეებს თავიანთი სტარტაპების დახვეწაში, განვითარებასა და რეალობად ქცევაში დაეხმარება.

„იდეადრომის" ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ 1 წუთიანი ვიდეო პრეზენტაცია, რომლის მეშვეობით, თავიანთ პროდუქტს წარმოადგენენ. შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდგომ კი, შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით, თავიანთი სტარტაპების დახვეწის შესახებ მიიღებენ საჭირო რჩევებს. კერძოდ, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, გაეცნობიან პროდუქტის განვითარების და მომხმარებლის პოვნის როგორც ნაცად, ასევე უახლეს მეთოდებს. გარდა ამისა, გაეცნობიან ინვესტორების მოძიებისა და მოლაპარაკებების ხერხებს, გამოცდიან საკუთარ თავს პროდუქტის წარდგენაში და შეძლებენ სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას. ინტენსიური 1 კვირიანი გადამზადების შემდგომ, კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს, მათთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდი კი, 10 000 ლარს შეადგენს.

„იდეადრომის" ერთ-ერთმა გამარჯვებულმა სტარტაპმა, STORI-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებლებს ბრენდის განვითარებასა და უნიკალური კონტენტის შექმნაში ეხმარება, უკვე შეძლო სხვადასხვა ინვესტორის მეშვეობით 500 000 დოლარის დაფინანსების მოპოვება და განვითარებას კვლავ განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ "იდეადრომი" უკვე 6-ჯერ, წარმატებით ჩატარდა და კონკურსის გამარჯვებულებმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლეს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა