მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-მა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში  გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა. წლიურ ანგარიშში მიმოხილულია მობილური და ფიქსირებული ბაზრები,  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მიღწეული შედეგები, ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, ასევე, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ComCom-ის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მედიააკადემიის საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნის მიზნით, დაასრულა კომპლექსური კვლევა, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობდა. კვლევაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ორივე ბაზარი არაკონკურენტულია და ორივე მათგანზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია. კვლევაზე დაყრდნობით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედება, რის შედეგადაც, ComCom-მა „მაგთიკომს“ სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა. 

 

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ComCom-ის მიერ ჩატარდა ე.წ. „ბენჩმარკინგის“ კვლევა, რათა შეფასებულიყო საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ფასები, ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მომსახურებებთან მიმართებით. ანალიზით დადგინდა, რომ საქართველოში როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასები ევროპული ქვეყნების საშუალოზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დაბალი მოცულობისა თუ სიჩქარის მომსახურებები ევროპული საშუალოს მსგავსი, ან უფრო იაფია. ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ გამოწვევასაც კომპლექსური კვლევის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უპასუხებს.

 

გასული წლის ანგარიშის  მიხედვით, 2024 წელს, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან 1 წლის შემდეგ, 5G აუქციონი მეორედ ჩაატარა, სადაც „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა და 5G დანერგა. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ აუქციონში 5G-ის დასანერგად საჭირო სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა.

 

წლიურ ანგარიშში ასევე დეტალურადაა მიმოხილული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება 55-მდე მაუწყებელზე ხორციელდებოდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანი იყო; აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მაუწყებელთა ეთერში არ ისმოდა სიძულვილის ენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ დარჩა მიკერძოება და მკვეთრი პოლარიზაცია.

 

გარდა ამისა, 2024 წლის ანგარიშში ასევე საუბარია საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა - “Log-In-Georgia”-ზეც, რომლის მხარდასაჭერადაც, კომუნიკაციების კომისია “ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” ახორციელებს და მიზნად ადგილობრივებისთვის ინტერნეტის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 2024 წელს, პროგრამის ფარგლებში 2700 ბენეფიციარი გადამზადდა, ჯამურად კი პროგრამას ამ ეტაპისთვის 8000 ბენეფიციარი ჰყავს.

 

წლიურ ანგარიშში დეტალურადაა განხილული მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავების, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია მედიააკადემიის საქმიანობა, სადაც მედიალაბის, მედიასკოლისა და მედიაკრიტიკის პროექტებია მიმოხილული.

 

2024 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა