მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

news image
mbc image

ბუტიკ სასტუმროს კონცეფცია მცირე ზომის, ინდივიდუალური ხასიათის მქონე სასტუმროს გულისხმობს, რომელიც სტანდარტულ, ქსელურ მოდელს არ მიჰყვება და სტუმარს არა უბრალოდ განთავსებას, არამედ უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ასეთი სასტუმროები გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც ხშირად კონკრეტულ ისტორიას, იდეას ან ადგილობრივ კონტექსტს ეყრდნობა.

კომუნალ ბუტიკ სასტუმროების კონცეფციაც ასეთია: თბილისის ისტორიულ უბნებში, თელავსა და ქუთაისში მდებარე ოთხივე  მათგანს ინდივიდუალური სტილი, იმ ქალაქისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა და სამზარეულო აქვს.

როდესაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა და 2017 წელს,  საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა, კაწა  სამსონაძემ ზუსტად იცოდა, რომ ერთ სასტუმროზე არ გაჩერდებოდა.

„ჩემი და მეუღლის ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ საქართველოს  საუკეთესო კუთხეებში life style, ბუტიკ სასტუმროები მოგვეწყო. იმ პერიოდში, მსგავსი ნიშა არ არსებობდა და  ჩვენი წამოწყებაც მოთხოვნადი აღმოჩნდა. როდესაც პირველი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის გაიღო, ბაზარმა გვაჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, -გვიყვება კაწა, რომელიც  კომუნალის თითოეული სივრცის კონცეფციის დამუშავებაში დიდ ენერგიას დებს. ამიტომაა, რომ ყველა მათგანი ერთი მხრივ ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, მეორე მხრივ კი, ბრენდის  საერთო ხედვის ნაწილია.

კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში-  „საუკეთესო პროდუქტი “. „ერთია, როგორ გაფასებენ სტუმრები  და მეორეა - პროფესიონალი ჟიურის თვალით დანახული შენი ბიზნესი. ნამდვილად საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება იყო. კარგი შანსი აღმოჩნდა სხვა კუთხით დაგვენახა ის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით“,- ამბობს კაწა. 

ფრაზა და ემოცია,რომელსაც სტუმრები ყველაზე ხშირად იმეორებენ კი ისაა, რომ მათ თავი სახლში იგრძნეს. ადამიანი კი მხოლოდ სახლში გრძნობს თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ. დაბრუნებაც ხომ ასეთ ადგილას გინდება? ფაქტიც ასეა: უცხოელი თუ ქართველი სტუმრებიც კვლავ უბრუნდებიან კომუნალის სასტუმროს.

„პატარა სივრციდან გამომდინარე, ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ. საუბრობენ, აზრებს ცვლიან. ეს კამერულობა ურთიერთობებს ქმნის. თუ ვინმესთან კომუნიკაცია არ გსიამოვნებს, კომუნალი ნამდვილად ვერ გახდება შენთვის საყვარელი ადგილი“.

კომუნალის ისტორია აჩვენებს, რომ მკაფიო ხედვა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა ბუტიკსასტუმროს კონცეფციას რეალურ ღირებულებად აქცევს. ეს არის ბრენდი, რომელიც ზრდას სიჩქარით კი არა, ხარისხით ზომავს. თავადაც ამბობენ, რომ ყოველი მომდევნო პროექტი წინასთან შედარებით უკეთესია.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა