მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა

news image
mbc image

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Cosmo • კოსმო საკუთარ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად, ბრენდმა ასორტიმენტი გააფართოვა და ვერცხლის ხაზი დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვანებივრებთ ჩვენს მომხმარებელს სიახლეებით. დეკემბრის თვეში დავამატეთ ვერცლის ხაზი. ზოგადად, აქსესუარების ხაზი ძალიან მოთხოვნადია. თავდაპირველად, "კოსმოს" პროდუქცია სწორედ აქსესუარებისგან, სამკაულებისგან შედგებოდა, თუმცა განვითარება აუცილებელია და სწორედ ამიტომ ახლახანს ვერცხლის ხაზი დავამატეთ, რაც გულისხმობს ვერცხლის თემატურ აქსესუარებს. შევქმენით უნიკალური კოლექცია ჩვენი ჩანთის დიზაინის მიხედვით. ჩვენ გვაქვს „თანი“, რაც არის ძველი ქართული ანბანიდან „თ“ ასოს ფორმის ჩანთა, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს ათ საუკეთესო დიზაინის ჩანთას შორის მოხვდა. ეს დიზაინი დაპატენტებული გვაქვს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ჩანთის მსგავსი თემატიკის აქსესუარები გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ, გასული წლის დეკემბერში დავამატეთ ეს ხაზი. კოლექციაში არის სახვადასხვა სამკაულები, ბეჭდები და სხვა, რაც კომბინირებულია ძვირფას ქვებთან და ასევე წარმოდგენილია სადა სახითაც. ჩაშვებულია გაყიდვაში და აქტიურადაც იყიდება “, - ამბობს კომოანიის დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი.

„კოსმო“ -ს ასორტიმენტი მეტად მრავალფეროავნია. გარდა ჩანთებისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს სხვადასხვა სახის აქსესუარი.

„ზოგადად, ჩვენ ჩანთებთან ერთად ვაწარმოებთ სხვადასხვა აქსესუარს, როგორიც არის საფულე, ქამარი, როგორც მამაკაცისთვის ასევე ქალბატონისთვის, ასევე გვაქვს ლეპტოპის აქსესუარები,  ხის ბლოკნოტები და თემატური ნივთები, რომლებიც ჩვენს კოლექციას უხდება “,-  აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად "კოსმო" აწარმოებს 70-მდე დასახელების პროდუქტს. თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასავლების მაძიებელი, მეოცნებე და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა