მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Cosmo მომხმარებელს ახალ საზაფხულო კოლექციას სთავაზობს

news image
mbc image

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Cosmo • კოსმო საკუთარ მომხმარებელს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს. ბრენდმა მიმდინარე ასორტიმენტს ახალი, საზაფხულო კოლექცია დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა განუცხადა.

„ჩვენი, ახალი საზაფხულო კოლექცია გვინდოდა, რომ ყოფილიყო ფერადი და შინაარსიანი, ზაფხულის თემატიკით. როდესაც გუნდი დავსხედით და დავიწყეთ იდეების გენერირება, დავფიქრდით იმაზე, თუ რა არის ის, რაც ყოველთვის გვაკლია და რაც მუდმივად ჩვენს გულშია. ასე მივედით თემაზე აფხაზეთი. სწორედ მას მივუძღვენით ჩვენი წლევანდელი საზაფხულო კამპანია.
ტრადიციულად, ზაფხულში ვქმნით ჩანთებს საზაფხულო თემატიკით. თუმცა, წელს ჩანთებთან ერთად მომხმარებლებს შევთავაზეთ დამხმარე პროდუქტები: პარეო, საზაფხულო სარაფანი და სხვა აქსესუარები. ყველაფერი შექმნილია იმ თემატიკაზე დაყრდნობით, რომელსაც მთლიანი ჩვენი კამპანია ეძღვნება.

ამ პროცესში მონაწილეობდნენ ჩვენი გუნდის სამი უნიჭიერესი დიზაინერი. მათთან ერთად ვიმუშავეთ იდეაზე, თუ როგორ შეგვექმნა კოლექცია, რომელიც ვიზუალურადაც მიმზიდველი იქნებოდა და შინაარსობრივადაც და მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემდა ფართო აუდიტორიას. თითოეულმა დიზაინერმა საკუთარი ხედვა გადმოსცა ნამუშევრებში და საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახა კოლექციაში. შედეგად მივიღეთ უნიკალური საზაფხულო კოლექცია, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის თემის აღქმას ახალ თაობაში. კოლექციის სახელწოდებაა "დაბრუნება", რომლის შეთავაზებასაც მომხმარებლებისთვის მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაპირებთ. “, - ამბობს სოფი მუხულიშვილი.

აღსანიშნავია, რომ "კოსმომ" გადაიღო ვიდეორგოლი სახელწოდებით "როცა გნახავ, მერე გეტყვი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს : https://www.facebook.com/share/v/19Pr6R1CVq/?mibextid=wwXIfr

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა