მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

CPHI Milan 2026-ზე ქართულმა ფაგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია - დაახლოებით 10 კომპანიასთან მოლაპრაკას ვაწარმოებთ| რატი ღოლიჯაშვილი

news image
mbc image

CPHI Milan 2026-ზე ქართულმა ფაგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია - დაახლოებით 10 კომპანიასთან მოლაპრაკას ვაწარმოებთ - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ახლახან დავბრუნდით დაახლოებით ერთი კვირაა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფარმაცევტული გამოფენიდან, CPHI Milan 2026-დან, სადაც საკმაოდ წარმატებით წარვადგინეთ ჩვენი ქართული უნიკალური ფაგები, რომელსაც უკვე საერთაშორისო GMP სტანდარტით ვაწარმოებთ კომპანია „ბიოქიმფარმაში“. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩვენთვის და ნაკადიდან გამომდინარე და იმ პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც რამდენიმე ათეულს აღემატებოდა სამი დღის განმავლობაში, ძალიან კმაყოფილები ვართ, ვაგრძელებთ. სიმართლე რომ ვთქვა, ამ მასშტაბის გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის პირველი იყო და მოლოდინს გადააჭარბა. მე პირადად არ მოველოდი ასეთ ინტერესს და ასეთ მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულ შეხვედრებს, რომლებიც გრძელდება. ერთი კვირაა, რაც ჩამოვედით და დაახლოებით 10-მდე კომპანიასთან მიმოწერაში ვართ უკვე და იმედი გვაქვს, რომ კონტრაქტებამდეც მივა ეს საკითხი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული მსგავსი გამოფენის ჩატარების არის წინასწარი მომზადება, რაც გულისხმობს წინასწარ ჩანიშვნას შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მინიმალური შედეგი, რომ მაგალითად, 10, 20, 30 კომპანიას, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში დისტრიბუტორები არიან, შევხვედროდით და ამას დამატებული ნაკადი, რომელიც თვითდინებით მოდის. წარმოდგენილი ვიყავით ჩვენ ჩვენი სტენდით. სამი ქართული კომპანია ვიყავით წარმოდგენილი და აუცილებლად მადლობას გადავუხდი მე Trade with Georgia-ს. ეს არის ინვესტიციების სააგენტოს ერთ-ერთი კომპონენტი და ინსტრუმენტი და მათი მხარდაჭერით და მათთან თანამშრომლობით ვიყავით წარმოდგენილი მილანში ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოფენაზე“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 17 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოსგან მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც მადლიერები ვართ - რატი ღოლიჯაშვილი

22.10.2026.10:03

17 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოსგან მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც მადლიერები ვართ - რატი ღოლიჯაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“ და GITA - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ერთს გავუსვამ ხაზს: GMP სერტიფიცირების ნაწილი რეალურად ინიცირებული იყო რეგულაციურ დონეზე და ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა სწორედ ეს რეგულაცია იყო. ჩვენი ინვესტიცია განხორციელდა სწორედ ამ საერთაშორისო სერტიფიკატისა და სტანდარტის მოსაპოვებლად.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეგულაცია ბოლომდე და მთელ ბაზარზე გავრცელდეს. ამ შემთხვევაში, ფაგების პრეპარატებთან მიმართებით, ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაც გავწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბაზარი ჰომოგენური იყოს და ეს რეგულაცია მთლიანად ბაზარზე, ყველა მოთამაშეზე გავრცელდეს. ეს ძალიან კარგი იქნება.

მეორე თვალსაზრისით, სახელმწიფო - ჩვენი მოდერნიზება ბაქტერიოფაგის ისტორიული საწარმოსი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. ეს იყო ეკონომიკის სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“, მათ შორის GITA. თქვენ წინა გადაცემაში ახსენეთ, რომ ერთ-ერთ კომპონენტში GITA-ც იყო და ნამდვილად ზურგის ქარი იყო. ხაზს გავუსვამდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა ჩვენი კომპანიისთვის 17-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება, რომ არა ამ ინსტრუმენტების დახმარებით მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ.

ეს ძალიან კარგი მაგალითია კერძო-საჯარო თანამშრომლობის თვალსაზრისით. კიდევ ვისურვებდი, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ ფაგების სექტორი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ინოვაციური მიმართულება საქართველოში, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმავე მიზნის მისაღწევად, რომ საქართველო რეალურად გახდეს რეგიონული და მსოფლიო ჰაბი კვლევის, წარმოებისა და პრაქტიკაში ფაგოთერაპიის გამოყენების მიმართულებით.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო და ინსტიტუციური მხარდაჭერა, ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და მაგალითები“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა