Craft Food-ის განვითარების ახალი ეტაპი - გაფართოება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე
Craft Food განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი პრიორიტეტები პროდუქტის ასორტიმენტის გაფართოება, ადგილობრივი ქსელის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაა. კომპანიის სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე სიახლეებსა და 2027 წლის სტრატეგიულ მიმართულებებზე Business Insider Georgia-ს Craft Food-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ილია ბურდული ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს Craft Food-ს ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანიის საქმიანობა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე?
Craft Food დღეს საკმაოდ მზარდი კომპანიაა, რომელიც აქტიურად ვითარდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არა უბრალოდ სწრაფი კვება, არამედ განსხვავებული გამოცდილება, სადაც ხარისხი, გემო, ვიზუალური მხარე და მომსახურება თანაბრად მნიშვნელოვანია.

ბრენდის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი პროდუქტის მიმართულებების გაფართოება. თავდაპირველად შაურმაზე ორიენტირებული კონცეფცია ეტაპობრივად უფრო მრავალფეროვან კვებით სივრცედ ჩამოვაყალიბეთ. შაურმასთან ერთად აქტიურად განვავითარებთ სამზარეულოს მიმართულებას, რომელიც მოიცავს ბურგერებს, ჰოთდოგებსა და სხვადასხვა გარნირს. ჩვენი მიზანია, Craft Food გახდეს ადგილი, სადაც განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებს ერთ სივრცეში შეეძლებათ სასურველი პროდუქტის არჩევა.
საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის ბაზარზე პოზიციონირება, სადაც ჩვენი ბრენდი Craft Georgia-ს სახელით ოპერირებს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ ბაზარზე შექმნილ კონცეფციას საერთაშორისო განვითარების პოტენციალი აქვს.
რა ეტაპზეა კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია? განიხილავთ თუ არა ამერიკაში დამატებითი ფილიალების გახსნას ან სხვა საერთაშორისო ბაზრებზე შესვლას?
საერთაშორისო გაფართოება Craft Food-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს უკვე პოზიციონირებული ვართ ამერიკის ბაზარზე Craft Georgia-ს სახელით და, ბუნებრივია, ჩვენი გეგმები ამით არ შემოიფარგლება.
ამერიკაში ბრენდის გაფართოება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და მომხმარებელს შეუძლია მეორე რესტორანსაც ელოდოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ბაზარზე განვითარება იყოს თანმიმდევრული და თითოეულ ახალ ლოკაციაზე შევინარჩუნოთ ის ხარისხი და სტანდარტი, რომლითაც Craft Food არის ცნობილი.

ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ ევროპულ ბაზარზე შესვლის მიმართულებით. სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე არსებობს დაინტერესება ჩვენი ბრენდის მიმართ და ამ ეტაპზე ვსწავლობთ კონკრეტულ შესაძლებლობებს. გვჯერა, რომ Craft Food-ს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო ბაზარზეც დაიკავოს საკუთარი ადგილი და თანამედროვე სწრაფი კვების ინდუსტრიაში განსხვავებული ქართული ბრენდის სახით წარმოჩნდეს.
როგორია Craft Food-ის განვითარების გეგმები საქართველოს ბაზარზე? იგეგმება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა, მენიუს გაფართოება ან ახალი კონცეფციების დამატება?
საქართველოს ბაზარზე Craft Food-ს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. ახალი წლიდან ჩვენი ქსელი კიდევ ერთი ფილიალით გაფართოვდება - რესტორანი დიდ დიღომში გაიხსნება. ამასთანავე, გეგმაში გვაქვს თბილისის სხვა უბნების ათვისებაც და მომხმარებლისთვის ჩვენი კონცეფციის კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზე შეთავაზება.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სამზარეულოს მიმართულების განვითარებას. შაურმასთან ერთად, ბურგერები, ჰოთდოგები და სხვადასხვა გარნირი ჩვენი მენიუს მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ახალი წლიდან მომხმარებელს არაერთ საინტერესო პროდუქტსა და კომბინაციას შევთავაზებთ, რომლებიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენს არჩევანს.

ასევე ვგეგმავთ მნიშვნელოვან პარტნიორობებსა და კოლაბორაციებს, რომლებიც ბრენდის განვითარებასთან ერთად მომხმარებლისთვის დამატებით სიახლეებს შექმნის.
ამ მიმართულებით ერთი განსაკუთრებული სიახლეც გვაქვს, რომლის შესახებაც ექსკლუზიურად თქვენთან ვსაუბრობთ: Wolt-თან პარტნიორობით გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც Craft Food-ის ისტორიას, ბრენდის შექმნის იდეასა და განვითარების გზას ვყვებით. ფილმის პრემიერა დეკემბერში იგეგმება. ვფიქრობთ, ეს პროექტი საინტერესო შესაძლებლობა იქნება ჩვენი ბრენდის ისტორიისა და ღირებულებების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გასაზიარებლად.
რა მიზნები აქვს კომპანიას 2027 წლისთვის და განვითარების რომელ ძირითად მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული?
2027 წელი Craft Food-ისთვის კიდევ უფრო აქტიური განვითარების წელი იქნება. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ზრდა და ქართულ სწრაფი კვების ბაზარზე შევინარჩუნოთ ის პოზიცია, რომელიც ხარისხთან, სიჯანსაღესთან და გამორჩეულ გემოსთან ასოცირდება.
ვაპირებთ როგორც არსებული მენიუს განვითარებას, ისე სრულიად ახალი პროდუქტების დამატებას. მომხმარებელს შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს, კომბინაციებსა და კოლაბორაციებს, რომლებიც Craft Food-ის გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ჩვენი პრიორიტეტი იქნება ქსელის გაფართოება საქართველოში, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, ევროპულ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების ათვისება და პროდუქტის მუდმივი განვითარება.
გვინდა, Craft Food იყოს ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქმნის სიახლეებს და მომხმარებელს ხარისხისა და გემოს ერთიან გამოცდილებას სთავაზობს. ჩვენი ამბიცია მხოლოდ რესტორნების რაოდენობის ზრდა არ არის - გვინდა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქართული სწრაფი კვების კულტურის განვითარებაში და საერთაშორისო ბაზარზეც ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ბრენდი.
სხვა სიახლეები
ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება
20.11.2026.15:31
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით, საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალისა და კვლევითი პლატფორმის, Hostile Noise: Source Lost, ოფიციალური პრეზენტაცია 23 ნოემბერს , რუმს თბილისში გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას, შესაძლებლობა ექნება გაეცნონ ფესტივალის ზოგად კონცეფციას, კვლევით მიმართულებას და საერთაშორისო გამოცდილებას.
Hostile Noise: Source Lost წარმოადგენს საერთაშორისო ტრანსდისციპლინურ ფესტივალს, რომელიც ხელოვნების, დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზის საფუძველზე ჩამოყალიბდა და საქართველოში 17-18 აპრილს გაიმართება. ფესტივალის უმთავრესი მიზანია აკადემიური კვლევებისა და სამეცნიერო ცოდნის საჯარო ურბანულ სივრცეში ინტეგრირება. პროექტი აანალიზებს ციფრული ტექნოლოგიების პასიურ მოხმარებასა და ტექნოკრატიულ სტრუქტურებს, სადაც ხმაური, სისტემური ხარვეზები (glitch) და სიგნალის ჩაშლა („Source Lost“) კრიტიკული წინააღმდეგობის, სოციალური დისკურსისა და ინოვაციური ძიების მეთოდოლოგიად გარდაიქმნება.
ფესტივალი პროფ. დოქტ. კარლ შტოკერისა და ასოც. პროფ. სანდრო ასათიანის აკადემიური ხელმძღვანელობითა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაიმართება. ფესტივალის ადგილობრივი მხარდაჭერები არიან რუმს თბილისი და პოსტრედი.
Hostile Noise: Source Lost ქმნის საერთაშორისო აკადემიური და სახელოვნებო დიალოგის სივრცეს, რომელიც მკვლევარებს, ხელოვანებსა და ფართო საზოგადოებას თანამედროვე ტექნოლოგიური რეალობის კრიტიკული გადააზრებისა და ურბანული გარემოს ახლებურად აღქმის შესაძლებლობას აძლევს.