მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია

news image
mbc image

„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე მესამე წელია, იმარჯვებს კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. ამჯერად კომპანიამ აღიარება მოიპოვა ნომინაციაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“. ჟიურიმ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ინიციატივები გამოარჩია, რომლებიც  საქართველოში ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით 2024-2025 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი იყო.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ნარჩენების ეფექტიანი მართვა„თეგეტასთვის“ არ არის მხოლოდ პარალელური აქტივობა - ეს არის ჩვენი ბიზნესის ყოველდღიური, განუყოფელი ნაწილი. კომპანია უკვე წლებია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთიპრიორიტეტული მიმართულებაც სწორედ გარემოზე ზრუნვაა. 

აღიარება, რომელიც „თეგეტამ“ კიდევ ერთხელ მოიპოვა, გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება და ამ გზაზე მეტად ამბიციური მიზნები დავისახოთ“.

ინიციატივებმა, რომლებიც „თეგეტა მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ერთობლივად განახორციელეს, შეამცირა საავტომობილო ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, ხელი შეუწყო რესურსების გადამუშავებას და საზოგადოებას მდგრადი განვითარების პრინციპები გააცნო. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი CSR სტრატეგია სწორად არის გაწერილი და რეალური შედეგები აქვს, რომლებიც როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთჯერად აქტივობებად არ დარჩეს და კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყოს.

არასოდეს გვავიწყდება „თეგეტას“ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი - ჩვენი თანამშრომლები. მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა ქმნის იმ კორპორაციულ კულტურას, რომელიც კომპანიას განვითარებასა და წინსვლაში უწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორმხრივი პროცესები - ბიზნესის მხრიდან სისტემური მიდგომა და თანამშრომელთა ჩართულობა გახდა ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ უკვე მესამე წელია ინარჩუნებს ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას და ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა“.

ჰოლდინგთან დაკავშირებულმა კომპანიამ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 2024 წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6 640 ტონა ნარჩენი, მათ შორის 3.9 მლნ კგ საბურავი, 1.88 მლნ კგ აკუმულატორი და 854 000 კგ ზეთი. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ნარჩენების მართვა „თეგეტას“ ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია. 

ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს შორისაა კამპანია - „არ გადაყარო-ჩააბარე!“ - რომელმაცთბილისსა და ქუთაისში მოქალაქეებს საშუალება მისცა, გამოყენებული ნარჩენები ჩაებარებინათ, აგრეთვე, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ბაკურიანში შეგროვდა და გადამუშავდა 30 000 საბურავი.

თანამშრომელთა ჩართულობით, შიდა ეკოკულტურის განვითარების ფარგლებში კი „მწვანე გამოწვევის“ მეშვეობით 1 500 კგ ქაღალდი შეგროვდა, რითაც 170 ხე გადაურჩა მოჭრას, ხოლო ძველი ბანერები „ბრენდ ადამიანთან“ პარტნიორობით ეკომეგობრულ ჩანთებად გადაკეთდა.

„თეგეტას“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რომელიც CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჰოლდინგის ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მსგავსი ყოველწლიური აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის მდგრად, თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით. 

კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ 170-მდე პროექტი იყო წარდგენილი. 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში კი გამარჯვებული პროექტი „თეგეტამოტორსი x თეგეტა გრინ პლანეტი: ნარჩენების მართვის ინიციატივები“ გახდა. მონაწილეები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა