CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს - თეგეტა ჰოლდინგი 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს
,,თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. დოკუმენტი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა, 2023 წლის CSR აქტივობებიც სტრატეგიის მიხედვით დაგეგმა და განახორციელა. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა, - კომპანიაში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებები ჰოლდინგის ხედვების შესაბამისად განსაზღვრეს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, გასული წელი თეგეტასათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, - ჩვენს მიზნებს, ვიზრუნოთ თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე, ერთიანი სისტემური სახე მივეცით და კომპანიის მისიასთან ინტეგრირებულ CSR სტრატეგიაში მოვუყარეთ თავი. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არა სპონტანური, არამედ თანმიმდევრულია და დასახულ ამოცანებს მიჰყვება.
საპასუხო შედეგად მივიჩნევთ იმ ჯილდოებს, რომლებიც კომპანიამ სწორედ სტრატეგიულ მიმართულებებში გასულ წელს მიიღო. პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში, ,,მელიორა“, „თეგეტა ჰოლდინგი“ 60 კომპანიას შორის გამოარჩიეს და გავიმარჯვეთ კატეგორიაში ,,მწვანე ინიციტივა“. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებულ კონკურსში კი ექვსი ნომინაციიდან ორი ჯილდო თეგეტას ხვდა წილად, - ,,თეგეტა გარემოსთვის“ და ,,თეგეტა სოციალური საწარმოებისათვის“. სამივე შემთხვევაში გადაწყვეტილება საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო’’.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.