მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

CX Business Community Georgia - ახალი პროფესიული სივრცე CX Hub-ისგან ქართულ CX ეკოსისტემის გასავითარებლად

news image
mbc image

CX Hub არის პირველი CXPA-სთან (Customer Experience Proffesionals’ Association) აფილირებული ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას (CX) განიხილავს, როგორც ბიზნესის ტრანსფორმაციის სტრატეგიულ საფუძველს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველებს – ნანა ახობაძესა და ნათია ჯიბლაძეს ესაუბრა.

CX Hub არის პირველი CXPA-სთან (Customer Experience Proffesionals’ Association) აფილირებული ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას (CX) განიხილავს, როგორც ბიზნესის ტრანსფორმაციის სტრატეგიულ საფუძველს. მისი საქმიანობა ეფუძნება ადამიანურ გამოცდილებაზე აგებულ მიდგომას და მიზნად ისახავს ორგანიზაციების მხარდაჭერას მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებაში - არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემურად და გაზომვადად.

2025 წლიდან CX Hub გახლავთ ICXA-ის (International CX Award) ექსკლუზიური პარტნიორი კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში, რითაც მხარს უჭერს როგორც ქართულ, ასევე აღნიშნულ რეგიონში წარმოდგენილ კომპანიების თავიანთი CX მიღწევები წარმოაჩინონ გლობალურ ბაზარზე და მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება. 2025 წელს 3 ქართულ კომპანია იქნა ნომინირებული ICXA-ზე და 2026 წელსაც აქტიურად აგრძელებენ ქართული ბიზნესები ამ მიმართულებით მუშაობას.

კომპანიის დამფუძნებლები გახლავთ ნათია ჯიბლაძე და ნანა ახობაძე. ნათიაც და ნანაც, ორივე გახლავთ The CX Academy-ის სერტიფიცირებული CX პროფესიონალები, SEU-ს ასოცირებული პროფესორები და MIT-ის GLEEN-ის წევრები (Global Leaders for Entrepreneurship Educators Network) – გლობალური ქსელის, რომელიც ავითარებს და ავრცელებს მომხმარებელზე ორიენტირებული მეწარმეობის ფილოსოფიასა და მეთოდოლოგიურ ჩარჩოს.

CX Hub-ის განვითარება თავიდანვე ერთ ხედვას ემყარებოდა: საქართველოში შეიქმნას სრულფასოვანი CX ეკოსისტემა, სადაც ცოდნა, პრაქტიკა, ტექნოლოგია და პროფესიული დიალოგი ერთმანეთთან ორგანულად იქნება დაკავშირებული. სწორედ ამ ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა CX Business Community Georgia.

რა არის CX Business Community Georgia 

CX Business Community Georgia არის პირველი პროფესიული CX ქომუნითი საქართველოში, რომელიც აერთიანებს CX-ის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, ბიზნეს ლიდერებს, კონსულტანტებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

ქომუნითის ოფიციალური სტარტი მარტიდან იგეგმება, ხოლო პრერეგისტრაცია უკვე დაწყებულია მოცემულ ბმულზე.

ეს არის სივრცე ადამიანებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვინც:

• მომხმარებლის გამოცდილებას აღიქვამს როგორც სტრატეგიულ ბიზნეს-ფუნქციას;

• სურს პროფესიული განვითარება პრაქტიკაზე დაფუძნებულ გარემოში;

• ეძებს თანამოაზრეებს საერთო ღირებულებებითა და ხედვით.

CX Business Community Georgia იქმნება როგორც მუდმივად მოქმედი პროფესიული პლატფორმა - პროფესიული შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ღირებული ბიზნესკავშირების გასაღრმავებლად.

რას აერთიანებს CX Hub-ის ეკოსისტემა?

CX Business Community Georgia ეფუძნება CX Hub-ის საქმიანობის ოთხ მთავარ საყრდენს, რომლებიც ერთად ქმნის ერთიან, ფუნქციურ ეკოსისტემას:

1. CX სტრატეგია და ტრანსფორმაცია

ორგანიზაციების CX დიაგნოსტიკა, სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკული დანერგვა - მომხმარებლის, თანამშრომლისა და პროცესების გამოცდილების ჭრილში.

2. CX კვლევები და ანალიტიკა

მომხმარებლის (VoC) და თანამშრომლის (VoE) ხმის სისტემური მოსმენა, მომხმარებლის მოგზაურობის რუკები, ემოციური და ქცევითი ანალიზი - მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისთვის.

3. CX განათლება და ექსპერტიზა

ტრენინგები, ვორქშოფები და განვითარების პროგრამები CX პროფესიონალებისა და ლიდერებისთვის - ცოდნის პრაქტიკაში გადატანის მიზნით.

4. CX ტექნოლოგიური პლატფორმები და აუთსორსი

CX-ის მართვის ინსტრუმენტები, სისტემები და უწყვეტი მხარდაჭერა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც CX-ის ეფექტიან მართვას შიდა რესურსების გადატვირთვის გარეშე გეგმავენ.

CX Business Community Georgia ამ ოთხივე მიმართულებას შორის ქმნის ცოცხალ კავშირს - ადამიანების, გამოცდილებისა და იდეების დონეზე.

CX Business Summit Georgia - CX ეკოსისტემის შეხვედრის წერტილი

CX Hub-ის ეკოსისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უკვე ტრადიციული ნაწილი არის CX Business Summit Georgia. სამიტი წელს უკვე მესამედ გაიმართება და წარმოადგენს პლატფორმას, სადაც CX Business Community Georgia-ს წევრები, ბიზნეს ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები ერთ სივრცეში იკრიბებიან.

CX Business Summit Georgia 2026 გაიმართება 3 აპრილს.

სამიტი არის ადგილი, სადაც CX Hub-ის ოთხივე საყრდენი - სტრატეგია, კვლევა, განათლება და ტექნოლოგია - ერთიანდება რეალურ ქეისებში, დისკუსიებსა და პროფესიულ დიალოგში CX-ის საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი ბიზნესს ლიდერების ჩართულობით.

სამიტის დეტალებს, პროგრამას და სიახლეებს ეტაპობრივად გაგიზიარებთ.
თვალი ადევნეთ CX Hub-ის გვერდს.  

შემოგვიერთდით

თუ გსურთ გახდეთ CX Business Community Georgia-ის ნაწილი, ჩაერთოთ პროფესიულ დიალოგში, გაიზიაროთ გამოცდილება და მონაწილეობა მიიღოთ მომხმარებლის გამოცდილების ეკოსისტემის განვითარებაში საქართველოში - გაიარე პრერეგისტრაცია ბმულზე, გასაუბრების ეტაპი და შემოგვიერთდით და გახდით ამ სივრცის თანამშენებელი.

საუკეთესო გამოცდილება შემთხვევით არ იქმნება - ის იქმნება ადამიანებით, კულტურით და გააზრებული მოქმედებებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

23.09.2026.13:36

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საკუთარ თავში დაეჭვებას რა უნდა?! მით უმეტეს, როცა 19 წლის ხარ. ამ დროს, ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ვაითუ, მომავალი არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებულია.

სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი ორიენტირის პოვნა, ამ ამბავში კი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. სხვადასხვა პროგრამით და შემეცნებითი სერიით ჩვენ გვერდში ვუდგავართ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები თავიანთ თავიანთ 19 წლის ვერსიებს უბრუნდებიან და დღევანდელი გადასახედიდან უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

სერიაში ამჯერად ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, გვანცა დარასელიას რჩევებს მოვუყარეთ თავი. მისი ისტორია და გამოცდილება კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც ეჭვები აწუხებთ, თუმცა წინ დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი.

გვანცას საკუთარი თავის 19 წლის ვერსიას პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და დაფასებას ურჩევს.

შენ საკმარისად კარგი ხარ და თუ დამიჯერებ, უფრო მეტიც!

ჟურნალისტის თქმით, პროფესიული გზის დასაწყისში ხშირია ხოლმე ღელვა არჩეული პროფესიული მიმართულების შესახებ. შანსი რომ ჰქონდეს, გვანცა დაამშვიდებდა საკუთარ 19 წლის თავს და ურჩევდა, რომ ცოტათი მაინც დამტკბარიყო საკუთარი მიღწევებით.

19 წლის ასაკში უკვე ყველაზე მაგარ ტელევიზიაში მუშაობ, თან ყველაფერი წინაა! სწორი არჩევანი გააკეთე.

როცა საქმე მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლას ეხება, გადამწყვეტია ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს ხდის. გვანცას გამოცდილებით, ერთი მთავარი ჩვევა, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დროის მართვასა და ორგანიზებულობას უკავშირდება.

ეს ჩვევა მარტივად ჟღერს, თუმცა დიდი ძალა აქვს, ჩამოწერე გეგმები და ნუ გადადებ საქმეებს.

გვანცას თქმით, უნივერსიტეტის წლები და მიღებული განათლება ის მთავარი საყრდენი იყო, რამაც საკუთარი არჩევანის სისწორე დაანახა.

სწავლის პროცესმა დამარწმუნა, რომ პროფესია სწორად ავირჩიე, სწავლამ მომცა ბიძგი მუდმივად ვიდგე განვითარების გზაზე.

ამიტომაც, სტუდენტებს იმაზე კარგს ვერაფერს ურჩევს, ვიდრე შემეცნება და პროფესიულად ჩამოყალიბებაა. სტუდენტობა ის პერიოდია, როცა შენი მთავარი და ერთადერთი საქმიანობა დარგის შესწავლა და უნარების განვითარებაა. გამოიყენე ეს დრო მაქსიმალურად, რადგან ის სავსეა უნიკალური შესაძლებლობებით.

სულ მალე იმაზე ბევრი პასუხისმგებლობა გექნება, ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ, არ გააცდინო ლექციები უმიზეზოდ, ინანებ!

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი და დაბრკოლებები გარდაუვალია. თუმცა, მთავარია, მათზე როგორი რეაქცია გვექნება. გვანცა მიიჩნევს, რომ შეცდომა შრომის და მოქმედების თანმდევი პროცესია.

შეცდომას ის უშვებს, ვინც აკეთებს, მუშაობს, შრომობს. შეცდომის აღიარება განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

საბოლოო ჯამში, 19 წელი ზუსტად ის დროა, როცა უნდა ეძიო, დაუშვა შეცდომები, არ გადადო საქმე და დაეყრდნო საკუთარ თავს. ამ მნიშვნელოვან და საინტერესო გზაზე კი საქართველოს ბანკი შენი უცვლელი მხარდამჭერია.

გაეცანი ჩვენს პროექტებს ganatleba.bog.ge-ზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა