მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში Specialty ყავის წარმოება პირველებმა დავიწყეთ, წლიური წარმადობა 40 ტონაა - Coffee LAB

news image
mbc image

„ყავის ლაბორატორია“ Coffee LAB - პირველი კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე Specialty ყავის წარმოება დაიწყო. ამ მიმართულებით კომპანია საშუალოდ წელიწადში 40 ტონა მწვანე მარცვალს ხალავს და აწარმოებს, როგორც საცალო ისე კორპორაციული ბიზნესისთვის“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ყავის ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა გიორგი აივაზიანმა განუცხადა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ყავის ლაბორატორიის“ coffee shop-ების მიმართულებით ქსელს ავითარებენ და ამ ეტაპზე ბიზნესი 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, რომელიც 2024 წელს დაახლოებით 400 000-მდე სერვისს მოემსახურა. (ყაზბეგის 27, ჭავჭავაძის 37, ფალიაშვილის 24, ლისის ტბა, სითი მოლი-საბურთალო, ბაზარი ორბელიანი).

„Coffee Shop-ების მიმართულება მომხმარებლისთვის ერთდროულად აერთიანებს როგორც საუკეთესო ყავის მენიუს, სრულად ბარის მენიუს,  სამზარეულოს მენიუს, რომელსაც შეფების და სამზარეულოს დიდი გუნდი მართავს და უგემრიელეს ბეიქერის მიმართულებას, ძალიან ვამაყობთ, რომ გვაქვს საკუთარი ბეიქერი, რომლის გუნდიც მუდმივად განსხვავებულ და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნის Coffee Lab-ის მომხმარებლებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

ყავის ლაბორატორია- Coffee LAB მომხმარებლისთვის საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან 20-მდე საერთაშორისო ყავის ტექნიკის და აქსესუარების ბრენდებს, როგორიცაა: Melitta, Mahlkonig, Fellow, Timemore, Hario, Scott, AeroPress, Huskee და სხვა. 

ამასთან, Business Insider Georgia-სთან „ყავის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი კომპანიის კონკურენტულ უპირატესობაზე საუბრობს:

„პიონერები ვართ Specialty ყავის მოხალვაში. ამ პერიოდში ყავის მოხალვისა და შერჩევის ისეთი კომპეტენცია დავაგროვეთ, რომელიც ჩემი შეფასებით ბაზარზე ჯერ-ჯერობით არ არის. ასევე ჩვენ გვაქვს კოფი შოპის ყველაზე დიდი ქსელი, რომელიც 6 ფილიალს მოიცავს, სადაც საკმაოდ დიდი სივრცეებია. ყავის ხარისხთან ერთად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ სამზარეულოს, პროფესიონალი გუნდი გვყავს და გვაქვს მრავალფეროვანი კერძები, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ სტუმრობენ „ყავის ლაბორატორიას“. ასევე „ყავის ლაბორატორია“ სოლიდურადაა წარმოდგენილი B2B მიმართულებით. ვაწვდით 250-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ყავას, ტექნიკას, შემდეგ კი სერვისს ვუწევთ ტექნიკის და ბაზრის დიდი ნაწილი გვაქვს დაკავებული ჰორეკა სეგმენტის. ჩვენი დამკვეთები არიან კაფეები,რესტორნები და ასევე ოფისები. ამასთან, ჩვენ გვაქვს ტექნიკის საკმაოდ დიდი პორტფელიო და ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ვართ საქართველოში. ყველა მასშტაბის ტექნიკა გვაქვს. მათ შორის „მაკდონალდსს“ ვაწვდით ყავის აპარატებს“, - აცხადებს გიორგი აივაზიანი.

საცალო მიმართულებასთან ერთად კომპანიამ 2016 წლიდან აქტიურად განავითარა B2B მიმართულება, რომელიც კორპორაციულ და Horeca სექტორს სთავაზობს მაღალი ხარისხის Specialty ყავას, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ყავის ტექნიკას და საუკეთესო სერვისს. B2B მიმართულებით ყავის ლაბორატორია 400-მდე Horeaca და კორპორაციულ პარტნიორს აერთიანებს.

„ჩვენი მთავარი პროდუქტიდან გამომდინარე, ცხადია ყველაზე დიდი წილი მოდის Specialty ყავის მარცვლის მოხმარებაზე, რომელიც ნაწილდება როგორც კომპანიის 6 ფილიალზე ისე კორპორაციული მიმართულებით სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებთან“, -  განაცხადა გიორგი აივაზიანმა.

„ყავის ლაბორატორია“ Coffee LAB - 2016 წელს შეიქმნა და უკვე რვა წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე, როგორც ლიდერი ბრენდი Specialty Coffee-ს მიმართულებით, კომპანიის გუნდი 150 თანამშრომელს აერთიანებს როგორც ყავის წარმოების, ისე საცალო და B2B მიმართულებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა