დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
PLUS-ის დაბადების დღემდე სულ ცოტა დრო რჩება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკმა და Tbilisi Mall-მა PLUS ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოამზადეს.
შეთავაზების ფარგლებში, 12, 13 და 14 ივნისს, Tbilisi Mall-ში შოპინგისას PLUS ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).
აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება მობილბანკში და გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
ინფორმაციისთვის, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაზე და არ მოქმედებს კვების ობიექტებში, მარკეტებში, აფთიაქებში, გასართობ ზონებსა და სალონებში.
Tbilisi Mall ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან მაღაზიებსა და ბრენდებს სთავაზობს ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის.
ასე რომ, თუ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი ქულის დაგროვება გსურთ, 12-14 ივნისს Tbilisi Mall-ში შოპინგი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა.
შეთავაზებების გააქტიურება შესაძლებელია ამ ბმულზე.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.