დააგროვეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა City Mall-ში - საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზება
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას და მათთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკი ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS ბარათის მფლობელებს 18 აპრილს სპეციალურ აქციას სთავაზობს.
შეთავაზების ფარგლებში, City Mall-ის გლდანისა და საბურთალოს ფილიალში, PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის გადახდის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 5ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ. (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულა)
გარდა ამ შეთავაზებისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, სხვადასხვა აქციას სთავაზობს.
PLUS ბარათით გადახდისას :
ასევე, 30 აპრილამდე - PLUS ქულებით გადახდისას 20% ფასდაკლება მოქმედებს საკონდიტროებში: ტორტინი, საკონდიტრო ლიკა, გურმე, საბლე, დოლჩე ვიტა, მზეკაბანი, შოკოლატერია არტიზანი.
AmEx ბარათით გადახდისას:
25 აპრილს, საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას Eshvi-ს მაღაზიებში 30% ქეშბექს მიიღებთ. (მაქს. 150 ლარის MR ქულა)
30 აპრილის ჩათვლით კი შეიძინეთ სასურველი პროდუქცია და დააგროვეთ 2-ჯერ მეტი MR ქულა შემდეგ მაღაზიებში:
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, PLUS ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, საქართველოს ბანკის მობილბანკში, ფიზიკური ბარათის შერჩევის შემთხვევაში, მას ბანკის სასურველ ფილიალში მიიღებთ, ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება კი წამებში, მობილბანკიდან არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.