დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
საქართველოს ბანკი PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პარტნიორ კომპანიებსთან ერთად, მომხმარებლებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს შექმნას აგრძელებს.
ამჯერად, PLUS ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკში ივნისის თვის აქტივირებადი შეთავაზებებიდან სასურველი გაიაქტიურონ და 5 ივლისისთვის დამატებითი PLUS ქულები დააგროვონ.
აქტივირებადი შეთავაზებებიდან მომხმარებლებს ერთ-ერთით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია სასურველი შეთავაზების წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრციდან და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს მხოლოდ ერთი შეთავაზება და თვის განმავლობაში ისარგებლოს.
PLUS-ის დაბადების დღემდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ასე, რომ აღნიშნული შეთავაზებები კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შესაძენად მეტი PLUS ქულის დაგროვება.
გაიაქტიურეთ სასურველი შეთავაზებება ამ ბმულზე.
სხვა სიახლეები
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დეტალები
14.07.2026.17:35
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტარბაქსი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც ფლობს Alshaya ჯგუფი. Alshaya ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუვეითური ჯგუფი, რომელიც ფლობს ევრაზიაში და არამარტო კიდევ უფრო მეტ რეგიონში სტარბაქსის გენერალურ ფრანჩიზას შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას აქვს უფლება ჩვენს რეგიონში გახსნას სტარბაქსი. სტარბაქსთან ერთად კომპანიას აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის მაგალითად H&M, Victoria's Secret, Shake Shack
და ბევრი სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ სტარბაქსით და არ
შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე რა თქმა უნდა სტარბაქსი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს და მოხარულები ვართ რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე პირველივე კვირას ხედავს რომ წარმატებულია და ხალხმა იცის ბრენდი, ვგეგმავთ აუცილებლად კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ ახალ ლოკაციებზე, ახალ ქალაქებზე და ამის შესახებ ალბათ ძალიან მალე გაგაგებინებთ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.