დააგროვეთ ქულები და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი, ლოიალურ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს.
სპეციალურად ამ დღისთვის მომხმარებლები ქულებს მთელი წელი აგროვებენ. თუმცა, არც ახლაა გვიანი, იმისთვის რომ PLUS-ის დაბადების დღეს მომზადებული შეხვდეთ.
მობილბანკში ხელმისაწვდომია ივლისის სპეციალური შეთავაზებები რისი საშუალებითაც შეგიძლიათ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი PLUS ქულა დააგროვოთ. ივლისის აქტიური შეთავაზებებია:
შეთავაზებით სარგებლობისთვის და მეტი PLUS ქულის დასაგროვებლად უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი სასურველი შეთავაზება, გაიაქტიუროთ მობილბანკის შეთავაზების სივრციდან, თანხა კი PLUS ბარათით გადაიხადოთ.
ინფორმაციისთვის, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შესაძლებელია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გსურს ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.
ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს! შეაგროვეთ ქულები და შემოუერთდით PLUS დღესასწაულს!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.