დააზღვიე ავტომობილი ალდაგში და შეინარჩუნე სიმშვიდე
სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტოდაზღვევის ზაფხულის კამპანია დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც 31 აგვისტოს ჩათვლით ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ.
ავტოდაზღვევას მძღოლისთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები მოჰყვება, მათ შორის ვაუჩერები და ფასდაკლება თეგეტა მოტორსის პროდუქციასა და სერვისებზე, 30%-იანი ფასდაკლება ამბოლის სრულ პროდუქციაზე და დამატებითი უპირატესობები, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;
„ზაფხული დაზღვევისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. ავტო დაზღვევა, მძღოლებს ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან ათავისუფლებს, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, ისეთი საჩუქრები შევთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს,” - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგის ავტოდაზღვევა ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგის ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.