დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! - თიბისი დაზღვევა
ამიერიდან, “თიბისი დაზღვევაში” მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი.
პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს.
მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს - დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს.
სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღევევს ისეთ რისკებს, როგორიცაა:
,,ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლის საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი მივაწოდოთ და უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა, სწორედ ამიტომ, “თიბისი დაზღვევაში” სახლის დაზღვევა კიდევ უფრო გამარტივდა და იმისთვის, რომ თქვენი კერძო საკუთრება დაზღვეული იყოს, საჭიროა, მარტივი პროცედურის გავლა ონლაინ. ჩვენთვის, როგორც სადაზღვევო ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ზრუნვა და ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა“, - აცხადებენ თიბისი დაზღვევაში.
დაზღვევისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის - ბმული
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.