დაჩქარებული საერთაშორისო საფოსტო მომსახურება - საქართველოს ფოსტა Turkish Airlines-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა
Turkish Airlines-თან განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო საფოსტო გზავნილები უკვე საქართველოს ფოსტის საკუთარი საჰაერო ტერმინალიდან იგზავნება. ახალი საოპერაციო მოდელის ამოქმედებით მნიშვნელოვნად შემცირდა საერთაშორისო გზავნილების დამუშავებისა და ტრანზიტის ვადები, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტურ საერთაშორისო საფოსტო მომსახურებას უზრუნველყოფს.
„საქართველოს ფოსტისთვის საერთაშორისო ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. Turkish Airlines-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო საფოსტო გზავნილები საკუთარი საჰაერო ტერმინალიდან გავაგზავნოთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზიტის ვადებს და კიდევ უფრო აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს სწრაფი, საიმედო და თანამედროვე საერთაშორისო საფოსტო სერვისი შევთავაზოთ,“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტის საჰაერო ტერმინალიდან საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გატანა კომპანიას საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად მართოს საერთაშორისო საფოსტო ნაკადები, გააძლიეროს ოპერაციული კონტროლი და კიდევ უფრო გააუმჯობესოს თანამშრომლობა საერთაშორისო ავიაპარტნიორებთან.
აღნიშნული სიახლე საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის თანამედროვე, სწრაფი, საიმედო და მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფას.
სხვა სიახლეები
გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია
02.11.2026.17:03
განათლება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა შედეგით იზომება. გიორგი მაისურაძისთვის კი ის სამყაროს გაგებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის საშუალებაა. საქართველოს ბანკის სტიპენდიატმა უკვე იცის, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი: სურს, ერთ დღეს აუდიტორიაში ლექტორის როლში დადგეს და სტუდენტებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.
ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გიორგის ისტორიაც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მხარდაჭერა ახალგაზრდისთვის ახალი მიზნების და აღმოჩენების საწყისად იქცეს.
„მნიშვნელოვანია გესმოდეს, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა“
გიორგიმ აკადემიური გზა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყო, მოგვიანებით კი პოლიტიკური მეცნიერებებით დაინტერესდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოვლენების ცოდნა არ არის - მას აინტერესებს მათი გამომწვევი მიზეზები, ურთიერთკავშირები და შესაძლო შედეგები. სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა გახდა მისი პროფესიული არჩევანის საფუძველი.
სტუდენტური ცხოვრება მისთვის მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება. სწავლას სამსახურსა და სხვა პასუხისმგებლობებს უთავსებს, რამაც დროის სწორად განაწილება და სირთულეებთან გამკლავება ასწავლა. ამ გამოცდილებამ დაანახა, რომ განვითარება მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნით არ შემოიფარგლება.
დედა - მთავარი მაგალითი და ინსპირაცია
როცა გიორგი ინსპირაციის წყაროზე საუბრობს, პირველ რიგში დედას ასახელებს. სწორედ მისი მაგალითით ისწავლა, რომ გამოწვევები გზის დასასრული არ არის და სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარი არ უნდა თქვა. ეს დამოკიდებულება დღესაც ეხმარება, განაგრძოს განვითარება და თავდაჯერებულად იაროს საკუთარი მიზნებისკენ.
სტიპენდია, როგორც ნდობის გამოხატულება
საქართველოს ბანკის სტიპენდია გიორგისთვის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის. ეს საკუთარი შრომისა და შესაძლებლობების აღიარებაცაა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაც შენს შესაძლებლობებს ხედავს და საკუთარი მიზნების მიღწევაში გეხმარება“, - ამბობს გიორგი.
მისთვის ეს მხარდაჭერა დამატებითი მოტივაციაა, უფრო თამამად დაისახოს ახალი მიზნები. ამასთან, თავადაც სურს, მომავალში სხვებისთვის გახდეს შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების ხელშემწყობი.
მთავარი მიზანი: სწავლა საზღვარგარეთ და ცოდნის გაზიარება
უახლოეს მომავალში გიორგი სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავს. მას სურს, გაეცნოს სხვა ქვეყნების აკადემიურ გამოცდილებას, გაიღრმაოს ცოდნა და მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საკუთარ თავს ლექტორის როლში ხედავს - ადამიანად, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს სტუდენტებს, არამედ მათ დამოუკიდებელ აზროვნებასა და სამყაროს უკეთ შეცნობაშიც დაეხმარება.
რჩევა მომავალ სტიპენდიატებს
გიორგის რჩევა მათთვის, ვისაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატის სტატუსის მოპოვება სურს, მარტივია:
„ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როცა სრულიად დარწმუნებული იქნებით. შეცდომების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან განვითარება სწორედ მოქმედებისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში ხდება“.
დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. თუ ბაკალავრიატის სტუდენტი ხარ და გსურს, განათლების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგა, შეავსე განაცხადი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და მიიღე სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.
განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდზე.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.