მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7264.4
-0.0068
flag
AZN 1.5739
-0.0004
flag
CNY 39.318
0.0002
flag
EUR 3.1034
-0.0045
flag
GBP 3.5838
-0.001
flag
KZT 56.65
-0.0017
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6751
-0.0007
news banner

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა

news image

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც კომპანია სილქნეტმა 2018 წელს დაარსა,განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას. ამ მხრივ, ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდის მხარდაჭერაა. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში - მჯდომარე კალათბურთისა და მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა სახეობაში. ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან — Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“  გუნდები შესაბამისი პარასპორტული ინვენტარით უზრუნველყო. სხვადასხვა წლებში ფონდმა შეიძინა მჯდომარე კალათბურთის ეტლები და მშვილდოსნობისთვის საჭირო აღჭურვილობა.

ამჯერად, კომპანია სილქნეტისა და ფონდის მხარდაჭერით,   მჯდომარე რაგბის ეტლები იქნა შეძენილი, რაც საშუალებას მისცემს დაჭრილ მებრძოლებს სპორტის ამ სახეობაშიც დაიწყონ მომზადება. უახლოეს პერიოდში, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, გუნდი სპორტის ამ სახეობაში აქტიურ ვარჯიშს დაიწყებს. მჯდომარე რაგბი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის ახალი მიმართულებაა. გუნდი  პირველად იასპარეზებს მჯდომარე რაგბშიც „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games), რომელიც 2027 წელს დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება. რაგბის გარდა, საქართველოს მეომრები მონაწილეობას მიიღებენ მჯდომარე კალათბურთის, მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა  სახეობის  ტურნირებში. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტის ინიციატივით დაფუძნდა და უკვე რვა წელია ზრუნავს  ვეტერანებისა და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მათი ოჯახების ჯანმრთელობის, პროფესიული გადამზადებისა და საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობაზე. ამ წლების განმავლობაში სილქნეტმა ფონდის საქმიანობისთვის 2 681 000 ლარის დონაცია განახორციელა. სხვა კომპანიებისა და კერძო შემომწირველების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარიტეტული თანადაფინანსებით, ფონდმა ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტი მოახმარა დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახების სხვადასხვა საჭიროებას.

მიმდინარე წელს ფონდმა 165 ათასი ლარით დააფინანსა ბენეფიციარების სამედიცინო სერვისები, გადაუდებელი ოპერაციები, მედიკამენტები, უზრუნველყო საცხოვრებლის ადაპტაცია. დახმარება გაეწიათ დაჭრილთა მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაარსებიდანვე განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები. UN Women-თან თანამშრომლობით, სოციალური კვლევის საფუძველზე, ფონდმა მოკლე დროში შექმნა სპეციალური სასწავლო პროგრამაც, რომელიც დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მეუღლეებს დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად გადამზადების საჭირო რესურსებს აწვდის. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა. ფონდის შემომწირველები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები.  ფინანსური და წლიურიანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე.  

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წლების მატებასთან ერთად, ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ - თორნიკე სულაბერიძე

20.05.2026.16:30

ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განმარტებით, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის ზრდა საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა. მისი თქმით, ეს პროცესი გრძელვადიანია და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, უცხოელი პროფესიონალები ეტაპობრივად ჩაანაცვლონ. 

„ის, რომ სექტორი ასეთი მასშტაბური გახდა, ასე გაიზარდა და ამხელა ძალასა თუ ინტერესს წარმოადგენს, 5-7 წლის წინ ასე არ იყო. როდესაც ჩვენ ამ სფეროს განვითარება დავიწყეთ, ძალიან დიდი ეფექტი იქონია საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისა და მათთან ერთად მიგრანტების შემოსვლამ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანიები რომ შემოსულიყვნენ საქართველოში და მათთან ერთად უცხოური ძალა არ გადმოსულიყო, ისინი უბრალოდ ვერ იპოვიდნენ აქ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ის უცხოელები, რომლებიც დღეს საქართველოში ამ სექტორში არიან დასაქმებულები (ბევრი მათგანი უკვე წავიდა, თუმცა ვინც დარჩა), ისინი სამუდამოდ არ აპირებენ აქ დარჩენას და საბოლოო ჯამში ისინიც საქართველოდან წავლენ. თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, სანამ ისინი აქ არიან, ის კომპანიები უკვე გადმოვიდნენ და მათ ისინი ახორციელებენ ნელ-ნელა ჩანაცვლებას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, იმიტომ რომ გამომდინარე ჩვენი მუშა რესურსისა, შეუძლებელი იყო ვთქვათ იგივე 52 000-ვე ადამიანი ყოფილიყო ქართველი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობდა შესაბამისი კვალიფიკაციის ტალანტი. 

სწორედ ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ჩვენი ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ და გარკვეულ ეტაპზე ამ ადამიანების სრული ჩანაცვლება მოხდება.

კონკურენცია საერთოდ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, თუ შრომით ბაზარზე ტექნოლოგიების კუთხით უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, ნებისმიერი მატება, პირიქით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. ის, რომ ადგილობრივები განათლებას მიიღებენ და უმუშევრები დარჩებიან, სრულიად გამორიცხულია.

ამ სფეროზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კომპანიებისგან ყოველთვის მესმის, რომ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება სურთ, თუმცა, ფიზიკურად, შესაბამისი რაოდენობა არ გვყავს. მიუხედავად ამისა, რადგან ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს და პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, კომპანიებს სამომავლო პროგნოზირება უადვილდებათ. მათ უკვე ჰყავთ დასაქმებული ქართველები და იციან, რამდენად ნიჭიერები არიან ისინი ამ სფეროში.

მე ყოველთვის ამ მაგალითს მოვუხმობ ხოლმე, ჩვენ ვერ გავხდებით მსოფლიოში ტალანტების მასიური მიმწოდებელი, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დემოგრაფიული რესურსი, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ მაღალი ხარისხის ტალანტების ნიშური მიმწოდებელი ტექნოლოგიურ სფეროში“, - აცხადებს სულაბერიძე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა